среда, 19 марта 2014 г.

სოფელი-სახლი-სამზარეულო

 სოფელი ამ დროს ნისლისფერია და ორღობეებში კვამლის სუნი დგას. მიყვარს ეს სუნი:)
                                  ქოთნის ლობიოს სულ სხვა გემო აქვს, მითუმეტეს სოფელში.
                                         ეზოში მწვანე ხახვიც იყო ამოსული.
                               ღუმელზე ხახვი და ლობიო ისე სასიამოვნოდ თუხთუხებდააააააა:)
                                      ეს თიხის დოქი პაწაწუნაა, თითქმის ნეკისხელა:)
                        ჭინჭილა შროშაში ვიყიდე, ღვინო სულ რაკრაკით გადმოდის.
ბებიას დროინდელი ქვიჯა და ქვასანაყი. ქვიჯას  ცალი მხარე გაბზარული აქვს და აღარ ვხმარობთ, თუმცა კედლებს ისევ აქვს შენარჩულებული სუნელების სუნი, სუნი რომელიც ბავშვობას მაგონებს.
 ეს თიხის მადუღარაც შროშაში ვიყიდე. თავზე უნდა დაადგე როცა ყავა ს ადუღებ, რადგან გაზიდან აღების შემდეგ თიხა დუღილს ხუთი წუთი ისევ აგრძელებს, ამიტომაცაა სულ რომ კრიალებს გაზი ჩემთან:)
                                ლამფის  მინა ყვითელია და როცა ავანთებ ულამაზესია.
                                    ესეც შროშის ქვევრი და ქინდერის პირმშო სპილო.
                                ბებიას დროინდელი ხის  ,,ბუფეტი" როგორც თვითონ ეძახდა.