воскресенье, 25 мая 2014 г.

ლიდერი ქუსლებზე

ცირა მესხიშვილი - ადამიანი, რომელიც დღე-ღამეში  25 საათი მუშაობს

რეგიონში სადაც  გენდერული ბალანსი, ფემინიზმი სასაცილოდ ხვდება ყურს და სადაც ბალანსის დაცვას არცეთი სქესის წარმომადგენელი არ ფიქრობს, თითქოსდა, ძნელია მოძებნო ლიდერი ქალი, თუმცა ვისზე წერას ვაპირებ ის  თავის საქმიანობით ყოველთვის ცდილობს დაამტკიცოს ქალისა და კაცის თანასწორობა. და მაინც ის ყველგან ლიდერია.

მეუღლე პროფესიონალი ფოტოგრაფია, ამიტომაც
მის ალბომში უამრავი მსგავსი ფოტოს მოძიებააა
შესაძლებელი. 

ახლა - არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ტოლერანტის" დამფუძნებელი და დირექტორი. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.




ბავშვობა და ბავშვობის ქალაქი

ცირა მესხიშვილი ახალციხელია. ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა.

,,პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე ,,ქალაქელების სკოლა ” ასე ეძახდნენ“.

ხუთოსანი იყო  და წიგნების კითხვა უყვარდა განსაკუთრებით. მერე ტანვარჯიში აღმოაჩინა და სპორტზეც აქტიურად გადაერთო.

,,თავიდან ბალერინობა მინდოდა, მერე ჯგუფი დაიხურა პედაგოგი წავიდა და გადავედი ტანვარჯიშზე. პირველი თანრიგი მქონდა. ყველა ,,პარადი” ჩემი ტანვარჯიშის  ნომრით იწყებოდა და მთავრდებოდა. სულ სიცივე იყო და სულ  მაკანკალებდა ,,კუპალნიკით” რომ ვიდექი.

დილით სკოლა, მერე სპორტი, მერე მეცადინეობა და ღამით თვალების აცრემლებდამდე კითხვა.
სკოლის წლები 

,,სკოლამ რეჟიმს მიმაჩვია, სამუშაო რეჟიმს. ტანვარჯიშმა  მიზნის მისაღწევი გზა დამანახა. კითხვამ კი თვალსაწიერი გამიხსნა. ამიტომაც ახალგაზრდებს სულ ვეუბნები იკითხონ, ბევრი იკითხონ. დროს გაუფრთხილდნენ და დასაქმდნენ თუნდაც არასაინტერსო სფეროში, მერე და მერე აუცილებლად იპოვიან  ნამდვილ გზას“.

ვამაყობ, რომ ახალციხელი ვარ. ბავშვობაში მითხრეს და სულ მახსოვს  რომ აქ 21 ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა. ჩემი თაობის ახალციხელებმა პატარაობიდანვე იცოდნენ სამი ენა - ქართული, რუსული, სომხური, ზოგმა ბერძნულიც, რადგან ბერძნებიც ბევრნი იყვნენ.

საოცრად თბილი დამოკიდებულება  გვქონდა ერთმანეთის მიმართ. ჩემს სკოლაში სწავლობდნენ ებრაელებიც. კლასები იყო მრავალეროვანი და მრავალრელიგიური. ჩვენ ვერც ვგძნობდით მაშინ რა იყო სხვა რელიგია. მიყვარდა ებრაელების დღესასწაული ,,ფესახი”. ამ დღეს ცხვებოდა მაცა. ბავშვებს სკოლაში მოქონდათ  და გვირიგებდნენ. მთელი სკოლა ზეიმობდა. სახლშიც გვეპატიჟებოდნენ, გვიმასპინძლდებოდნენ ხარაზოთი, რომელიც ტალახთან ასოცირდებოდა და სუფრაზე ასევე იყო პირშუშხაც, ნიშანი ებრაელების მწარე მონობის პერიოდის. სუფრაზე იდებოდა ქათმის ფრთები, ფრთები როგორც თავისუფლების სიმბოლო.

გვიყვარდა ბავშვებს სუფსარქისი, აღდგომა. ერთად ვზეიმობდით ხოლმე რელიგიურ დღესასწაულებს. ამ ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა”.

შემდეგაც საინტერესო გზა იყო

18 წლიდან უკვე  მუშაობდა მუზეუმში  -,,გავიარე თითქმის ყველა საფეხური რიგით ლაბორანტიდან უფროს მეცნიერ თანამშრომლობამდე. ეს იყო საკმაოდ საინტერესო პერიოდი. აქ ჩამოვყალიბდი როგორც პიროვნება".

შემდეგ იყო საქართველოში პირველი თვითმმართველობის საკრებულოს წევრი  - ,,ჩავიბარე სოციალურ საკითხთა კომისია, 19 მამაკაცი და ორი ქალი ვიყავით. ეს  იყო გაყინული ხელფასების პერიოდი. ხალხი იყო გამწარებული. ცხრა თვე ხელფასი არ აუღია ბაღებისა  და სკოლების მასწავლებლებს.  სასწავლო პროცესი მაინც გრძელდებოდა. დავდიოდით სკოლებსა და ბაღებში  და რითაც შეგვეძლო იმით ვეხმარებოდით. შემდეგ უკვე მასწავლებლები  მონაწილეობდბენ ბიუჯეტის განხილვაში თითოეული კაპიკისთვის იბრძოდნენ  მათ სასარგებლოდ შექმნილიყო ბიუჯეტი.  ჩამოყალიბდა საკმაოდ კარგი ურთიერთობა მოქალაქეებსა  და საკრებულოს შორის. საზოგადოება და საკრებულო დაახლოვდა. ღამის პირველ საათამდე მიმდინარეობდა სხდომები დაა ყველა ბოლომდე ესწრებოდა. ამ დროს შეიქმნა სარეზერვო ფონდი. ყოველდღიური ომი მქონდა გამგეობასთან. უამრავ
გაჭირვებულ ოჯახებს დავეხმარეთ და ათეულზე მეტი ოპერაცია დავაფინანსეთ.

ბიუჯეტი ხალხმა უნდა განკარგოს.  უნდა იცოდნენ რა უნდა მოთხოვონ საკრებულოს. კანონში უნდა შევიდეს ცვლილება  – ყველა დეპუტატი და არა მარტო ადგილობრივი ნახევარ წელიწადში ერთხელ აკეთებდეს ანგარიშს  თუ რა გაუკეთა ხალხს ვისი წარგზავნილიც არის’’.


უნივერსიტეტი 


,,უნივერსიტეტში დაარსების  დღიდან დღემდე ლექციებს ვკითხულობ. თავიდან დისერტაცია არ მქონდა დაცული და მოსამზადებელი კურსები  ჩამაბარეს. გვიხდებოდა სიცივეში, სიბნელეში ყოფნა. დაგვქონდა სანთლები და ისე ვმეცადინეობდით.

ახალქალაქის უნივერსიტეტის გახსნა იყო ყველაზე კარგი საქმე. ექვსკაციანი ჯგუფი ,,თეთრ ლაშქარს” გვეძახდნენ დავდიოდით ახალქალაქში და ვამზადებდით ბავშვებს,  რომლებსაც შემდეგ უნდა ჩაებარებითან უნივერსიტეტში. არ გვქონდა  მანქანა, არ იყო გზა. ყველა პედაგოგი იყო გმირი”.

ასოციაცია ,,ტოლერანტი”

2000  წელს თანამოაზრეებთან ერთად  დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ტოლერანტი"  - ,,ამით ახალი ეპოქა დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. განვახორციელეთ  და დღემდე ვმუშაობთ  ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვაზე. პატიმრებისა და პრობაციონერების რესოციალიზაციაზე”.

პირველობა უყვარს - ,, ამისთვის სულ ვმუშაობ, 5-6 საათი მძინავს. უამრავი საქმე მაქვს ოჯახში, უნივერსიტეტში, ,,ტოლერანტში" .

 ,,ლიდერები  შეუპოვრად ცდილობენ ჩანაფიქრის განხორციელებას, თუნდაც მათი მოსაზრება არაპოპულარული იყოს",  - არაპოპულარი იყო მუსლიმ მესხებთან მუშაობა, როცა ქვეყანაში  სასტიკი დამოკიდებულება იყო მათ მიმართ.  სწორედ ამ დროს ორგანიზაცია ,,ტოლერანტმა" შექმნა ის ლიბერალური გარემო და დაეხმარა მუსლიმ მესხებს ადაპტაცია-ინტეგრაციაში.  გახსნა ქართული ენის, კომპიუტერის უფასო კურსები.  ,,ტოლერანტი" მუსლიმ მესხებს უწევდა უფასო სამედიცინო და იურიდიული დახმარებასაც.

ორგანიზაციას აზერბაიჯანში ერთი  და  საქართველოში ხუთი ოფისი ქონდა. (თბილისი, აბასთუმანი, ახალციხე, სამტრედია, ოზურგეთი, ადგილები სადაც კომპაქტურად დასახლებული მუსლიმი მესხები ცხოვრობენ)

ცირა მესხიშვილის და მის გუნდის დამსახურებაა რომ მუსლიმ  მესხ ბავშვებს პირადი ნომრები მიენიჭათ და სასკოლო ბაზიდან არ იქნენ ამოღებულები.

აზერბაიჯანი, საათლის რაიონი სოფელი ნასიმიკენდი
ოფისის გახსნაზე.
,,2012 წელს მაშინდელმა განათლების მინისტრმა შაშკინმა გამოსცა ბრძანება, ბრძანებაში აღნიშნული იყო - მოსწავლის სტატუსი შეუჩერდება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს (გარდა საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირისა), რომელიც სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.
მუსლიმი მესხი მავშვები სკოლის გარეთ რჩებოდნენ, რადგან მათ ოჯახებს ვაუჩერის გადახდის საშუალება არ ქონდათ. ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა  - საქართველოს კონსტიტუციის 35–ე მუხლის  პირველი ნაწილის თანახმად,  ყველას აქვს  განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. მიუხედავად ამისა ჩვენ ბევრი ბრძოლა დაგვჭირდა რომ ამ ბავშვებს პირადი ნომერი მინიჭებოდათ და სკოლის გარეთ არ დარჩენილიყვნენ“.

ყველაზე მძიმედ მაინც 1988-1989 წლებს იხსენებს  - ,,მარატ ბარათაშვილი ჩამოვიდა საქართველოში,  კერძოდ კი ახალციხეში, მამის ლატიფშა ბარათაშვილის არქივის დასამუშავებლად და წინაპრების ფესვების მოსაძიებლად. ცუდი ტალღა აგორდა მუზეუმის ეზოში კარვებიც კი გაიშალა და მოითხოვდნენ წასულიყო საქართველოდან. ჩვენ, მე და მუზეუმის თანამშრომლები დაუდექით გვერდით რის გამოც მოღალატეებად  და მოსყიდულებადაც შეგვრაცხეს. ქართული ანბანი მე ვასწავლე მარატ ბარათაშვილს, რომელიც ოჯახთან ერთად შემდეგ თბილისში გადავიდა და იქ ილია ჭავჭავაძის საზოგადოება იცავდა.

  ოჯახი

ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი.

შვილი ერიკი პატარა ქალიშვილთან ერთად.
,,სამუშაო საათები ჩემთვის სახლში არ მთავრდება. ლეპტოპი მუდმივად ჩართული მაქვს, ვწერ, მწერენ, მირეკავენ.  მაქვს ჩართვები ტელევიზიებში, ინტერვიუები გაზეთებთან. ყველამ იცის რომ ექვსის მერეც აქტიური ვარ და რვაზე -ცხრაზეც  შეუძლიათ შემეხმიანონ.

ბუნება მიყვარს, ახლა სოფლის სახლში ვცხოვრობ.  ეზოს ვუვლი და სტუმრებსაც იქ ვღებულობ.

ვაჟი ერიკი  გერმანიის მოქალაქეა და იქ ცხოვრობს.

,,ერიკს  მოწვევა ქონდა  გერმანიის სხვადსხვა უნივერსიტეტებიდან  და არჩევანი კიოლნის უნივერსიტეტზე გააკეთა. უნდა  გაგვხარებოდა, მაგრამ ვდარდობდით საიდან გვეშოვა  გზის და იქ არსებობის ფული. მაშინ კარდაკარ ვიარე და ფული შევუგროვე.

მახსოვს  მეზობლმა ოქროს ,, ცეფი'' დააგირავა ბანკში და  და ის ფული მომცა.  ასე გავამგზავრეთ ათასი დოლარით  გერმანიაში. თვითმფრინავს  ვერ შეწვდით და ავტობუსით წავიდა სტამბულის  გავლით.   ყოველდღე ველოდით ზარს.  ვერ რეკავდა ძვირი ღირდა. ორ კვირაში ერთხელ ორი სიტყვით გვაგებინებდა რომ კარგად იყო.

დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი. შექმნა ოჯახი, ყავს სამი შვილი. არის გერმანიის მოქალაქე. აქვს საკუთარი  ბიზნესი  - იაპონური რესტორანი.

,,მე მგავს ისიც ლიდერია“, - მეუბნება და იღიმის.  შვილზე საუბრის დროს უკიდეგანოდ ამაყია.

თანამშრომლებთან მასლაათი

ამერიკაში მოგზაურობისას.
 – ცირა მესხიშვილთან სამი  წელი ვმუშაობდი მას შეუძლია თავის განწყობა სადღაც გადამალოს, დათრგუნოს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს. მახსოვს დედა ყავდა გარდაცვლილი , მაგრამ სამსახურში ხუთი წუთით შემოვიდოდა, მოგვიკითხავდა, საქმეებს გადახედავდა და გადიოდა.

 – ორგანიზაციაში მუდამ ხალხმრავლობაა. მე როცა საქმე მაქვს არც კი ვიხედები  რა ხდება მისაღებში, ვინ შემოდის და გადის. ცირა მესხიშვილს კი შეუძლია  თითოეულ მომსვლელთან დაამყაროს ურთიერთობა, გამონახოს საერთო ენა. დაუთმოს დრო, რომელიც ესოდენ ძვირფასია მისთვის.

 – ის ყოველთვის ინიციატორია და ამავდროულად  ენერგიული. არ აქვს მნიშვნელობა საქმე ეხება ფლეშმობს თუ კანონის  ლობირებას.

  – მას აქვს საოცარი ინტუიცია  დაწყებული თანამშრომლების განწყობის გამოცნობიდან, პროექტის წარმატება-წარუმატებლობის ამოცნობის.

-სულ მუშაობს და აი სალონში რა დროს დადის ვერ ვხვდები. შემოაღებს კარებს ლეპტოპით, წიგნებით, ჩანთით, ათასნაირი ფურცლებით,  მამისთვის ნაყიდი საჭმელის პარკით, სათვალით, მანქანისა და სახლის  გასაღებებით ახუნძლული, თმა დალივლივებული და ქალური.

ბავშვობის მოგონება 

,,საკირეში (ბორჯომის რაიონი)  დასავენებლად დავყავდი მშობლებს.  ერთ წელს სოფელში იღებდნენ ქართულ ფილმს ,,მოლოდინი“. ბიძაჩემის  სახლში  ცხოვრობდა  - ლეილა აბაძიშე, სპარტაკ  ბაღაშვილი,  ზურაბ ქაფიანიძე და მე ამდროს ვარ  რვა წლის. მომწონს ეს გადაღებების პროცესი, ვგიჟდები მსახიობებზე. ემოციები ღამით არ მაძინებს  და მოვიფიქრე ასეთი რამ,  ჩამოვაყალიბე  15 ბავშვიანი ,,დასი“ ჩემზე დიდებიც  და სააღამობით ვდგამდით სპექტაკლებს. მე ვიყავი რეჟისორი.

დავდგით ,,ოტელოც“ და ეს დიდ მსახიობები ყოველ საღამოს მოდიოდნენ  და გვიყურებდნენ’’.

ამ დროისთვის

ამერიკა, ბერლინქტონი, ვერმონტის შტატი .
ცირა მესხიშვილი ადგილობრივ თვითთმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას და საინიციატივო ჯგუფის  კანდიდატია.

,,ახლა ყოველ საღამოს ვხვდები ამომრჩევლებს და ფაქტიურად მაქვს არა წინაასარჩევო აგიტაცია, არამდე საინფორმაციო კამპანია. ვუხსნი მათ რა არჩევნებია,  რა შეუძლია შეცვალოს მათ რჩეულმა , რა უფლელები აქვთ. კონკურენციის არ მეშინია. მე ვჭირდები ჩემს ქალაქს, ჩემს უბანს” .