среда, 10 декабря 2014 г.

მე მაქვს უფლება . . .

 “ ჩემი მუშტის ქნევის უფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი ცხვირი იწყება” ვოლტერი

 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო  დღეა.  1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების წევრმა ქვეყნებმა შექმნეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“  სახით. 

ამ დღესთან დაკავშირებით ასოციაცია ,,ლიბერალმა",  რომელიც დაარსების ერთ წელს ითვლის შეხვედრა მოაწყო.

 შეხვედრას საზოგადოების ის ნაწილი ესწრებოდა  ვისთვისაც  ადამიანის თავისუფლება ყველაზე დიდი მონაპოვარია. 

თავდაპირველად ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ცხოვრების ერთ ფრაგმენტზე იყო აგებული.  

შეხვედრაზე საუბარი გაიმართა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ხაჯიდა ისმაილოვას   შესახებაც. 

„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“  მუხლი 1 სიტყვები  - ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით - ცალ-ცალკე წებოვან ფურცელზე ეწერა და გაბნევით იყო მაგიდაზე მიკრული.

წინადადების აწყობის შემდეგ მას ვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ადამიანი შეხვდა და ეს იყო  პროფორიენტაცისაა და კარიერის დაგემვის სამმართველოს ახალციხის ცენტრის სპეციალისტი, მზია მაისურაძე საჩუქრად წიგნი  ბიოლის  ,,უკაცო სახლი'' გადაეცა. 






четверг, 4 декабря 2014 г.

ფანჯარა, როგორც ოჯახის ერთგვარი იდენტობა 2

მიყვარს  უცხო სახლების ფანჯრების დათვალიერება. მოდიხარ ორღობესა თუ ქუჩაში, აკვირდები ფანჯრებს და ყველა ფანჯარას თავის ისტორია აქვს. დაგრეხილი ფარდა, რაფაზე კატა, ან ბავშვის ქუდი, ან ყვავილები. ფანჯრის იქით ადამიანები ცხოვრობენ და სარკმელი მათთან დაახლოებისა და გაცნობის საშუალებას გვაძლევს.  პროექტის  სახელწოდებით  ,,ფანჯარა, როგორც ოჯახის ერთგვარი იდენტობა"  განხორციელება დიდი ხანია მინდოდა, ხოდა ყველგან ვიღებდი ფანჯრებს. ამჯერად ერთი ფანჯრის ისტორიას მოგიყვებით.


მეორე - ამბავი გაბზარული ფანჯრებისა


ამ ფანჯრებს იქით მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობს. შვილები საზღავრგარეთ არიან და მშობლებთან ურთიერთობას მხოლოდ ტელეფონით ახერხებენ. 
,,ამ თანამედროვე რაღაცეებს ალღო ვერ ავუღე, თორემ ისეთი რამე ყოფილა დარეკავ და  დავინახავ შვილებსა და შვილიშვილებს", - ამბობს მოხუცი. 

ქმარი სახლიდან არ გამოდის. ცოლი ყოველდღე, დილაადრიან გარეთ სველი ტილოთი წმინდავს ფანჯრის რაფებს, ჩარჩოებს, მინებს და მერე უკვე სახლიდან ჩანს  რა  რუდუნებით უსმევ მშრალ ნაჭერს  ქოთნის ყვავილის თითოეულ ფოთოლს. ვინ იცის იქნებ ეს ყვავილი შვილმა დათესა, რომელიც აგერ უკვე სამი წელია არ უნახავს, ან ქმარმა უყიდა, ჯერ კიდევ მაშინ როცა გარეთ გამოდიოდა და დამოუკიდებლად სიარული შეეძლო. ვინ იცის, ვინ იცის.  

среда, 3 декабря 2014 г.

ფანჯარა, როგორც ოჯახის ერთგვარი იდენტობა 1

მიყვარს  უცხო სახლების ფანჯრების დათვალიერება. მოდიხარ ორღობესა თუ ქუჩაში, აკვირდები ფანჯრებს და ყველა ფანჯარას თავის ისტორია აქვს. დაგრეხილი ფარდა, რაფაზე კატა, ან ბავშვის ქუდი, ან ყვავილები. ფანჯრის იქით ადამიანები ცხოვრობენ და სარკმელი მათთან დაახლოებისა და გაცნობის საშუალებას გვაძლევს.  პროექტის  სახელწოდებით  ,,ფანჯარა, როგორც ოჯახის ერთგვარი იდენტობა"  განხორციელება დიდი ხანია მინდოდა, ხოდა ყველგან ვიღებდი ფანჯრებს. ამჯერად ერთი ფანჯრის ისტორიას მოგიყვებით.

პირველი -  ამბავი  გაყინული ფანჯრებისა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი,  სოფელი გორელოვკა.
 ამ ფანჯრის იქით არავინ ცხოვრობს. აღარავინ ყვება მინაზე მოხატულ ფიფქებზე ზღაპრებს. არც დაორთქლილ ფანჯრებზე იხატება გულები. ფანჯარა ახლა გაყინულია და გამლღობს ელოდება.

вторник, 2 декабря 2014 г.

შეხვედრა ჟურნალისტთან

პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს ახალციხის ცენტრის სპეციალისტების მიერ ორგანიზებული შეხვედრა ჟურნალისტსა და მოსწავლეებს შორის საინტერესოდ წარიმართა.


ვალის სკოლები, ისევე როგორც მთლიანად დაბა  აღსადგენ-გასარემონტებელ-ასაშენებელია.  თაობა რომელიც ახლა ამ სკოლების,  გასალესი კედლების მიღმა განათლებას იღებს ფიქრობს,  რომ  მათ შვილებს  ,,ძაან, ძაან მაგარ სკოლაში მოუწევთ სიარული“.  ამისათვის კი ისინი რას აკეთებენ? - ,, ვსწავლობთ, ვკითხულობთ“, - გვპასუხობენ  ბავშვები.

ირეკება ზარი, კიბეებზე ყიჟინით  დაშვებული მოზარდების დანახვაზე გახსენდება ბავშვობა და  ცარცის სუნიც ცხვირში სასიამოვნოდ გიყიტინებს.
ნოემბრის  ერთ  დღეს,  მეექსვე გაკვეთილის შემდეგ ვალის პირველი  და მეორე საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებს ჟურნალისტი, გულო კოხოძე შეხვდა.

,,პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილებთან ერთად ექსკურსიები და გაფართოებული შეხვედრები მოსწავლეებისთვის საინტერესო პროფესიის ადამიანებთან.

სკოლის მოსწავლეებს  როცა ვკითხეთ თუ რომელი პროფესიის ადამიანთან  ისურვებდნენ   საუბარს უმრავლესობამ თქვა ჟურნლისტი.   არჩევანი გულო კოხოძეზე შევაჩერეთ, რომელიც თუ არ ვცდები ათ წელზე მეტია ჟურნალისტიკას ემსახურება. საკმაოდ დიდი გამოცდილებაც აქვს და წლების  განმავლობაში გაზეთის ,,სამხრეთის კარიბჭის“ რედაქტორიც იყო. ასევე რედაქტორობდა სამენოვან (ქართული, რუსული, აზერბაიჯანი) გაზეთს ,,ფესვები“.  გამომდინარე პროფესიული წარსულიდან  მივიჩნიეთ რომ  ბავშვებისთვის მასთან შეხვერდა მართლაც საინტერესოდ წარიმართებოდა“, - გვითხრა პროფორიენტაციის სპეციალისტმა, ნინო ზუმბაძემ.

მეცხრეკლასელები გაკვეთილების დასრულებას სულმოუთქმელად ელოდნენ. იყო ბევრი კითხვა.
-         რატომ გინდოდათ ჟურნალისტი გამოსულიყავით?
-         მოიწონეს თუ არა მშობლებმა თქვენი არჩევანი?
-         ყველაზე საინტერესო სტატია;
-         სტატია რომელიც თვლით რომ თქვენი სიამაყეა;
-         რა რჩევას მოგვცემდით პროფესიის არჩევისას?
-         როგორ უნდა გახდე წარმატებული;

,,აქტიურები, ემოციურები, ჭკვიანები, ამბიციურები და საოცრად ლაღი ბავშვები შემხვდნენ. უფრო ადვილია შენ დასვა კითხვები და პასუხებს დაელოდო, თუმცა მომიწია პასუხების გაცემა. თავიდან თითქოს შებოჭილები იყვნენ, მაგრამ შემდეგ გაიხსნენ და კითხვების დასმას არ აცლიდნენ ერთამანეთს. ვფიქრობ, რომ შეხვედრებმა ტრადიციული ხასიათი უნდა მიიღოს და მოსწავლეებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეხვდნენ და ერთმანეთს ინტერესები გაუზიარონ. ეს ბავშვებს ნამდვილად ჭირდებათ“, - თქვა ჟურნალისტმა, გულო კოხოძემ.