


მთელი სერიოზულობით მეკითხება. დილის ცხრა საათიდან სამსახურში არჩევნებიიიი! ათზე ძლივს გამოვაღწიე მეგობართან და! ! ! მხოლოდ ვიღიმები, სტუმარი კი მთელი 35 წუთი მიხსნიდა და პროგნოზებს აკეთებდა თუ რომელი პარტია გაიმარჯვებდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
ვაი!
პირველი არხის ჟურნალისტის ქეთი ბოჯგუას ამ კომენტარზე არ გავღიზიანებულვარ, ეს ჟურნალისტი აგვისტოს ომის დროს ,,გადავხარშე” პუტინზე ქონდა სიუჟეტი გაკეთებული, რომელიც დაიწყო, თუ როგორი დაბალია სიმაღლეში, რუსეთის პრეზიდენტი.
ჩაი ვერ დავლიე. ბორჯომში მივდივარ. გამოვარდი სამსახურში და აქ ფოტოაპარატი არ დამხვდა, ვზივარ ახლა სამსახურში და დილიდან დაწყობილი გეგმა თუ რა უნდა გამეკეთებინა დღეს ამერია. მივედე ფოსტას, მერე facebook -ს , მერე lib.ge - ს, ბლოგებს და გადის დროც. არადა რა მისხალ-მისხალ და წამ-წამობით დავგეგმე დღევანდელი დღე. არა! ფოტოაპარატი მჭირდება. ერთი საცოდავი აპარატი გვაქვს რედაქციაში და იმაზეც გაწამაწიაა. ფოტოაპარატის ფულის შემგროვებელი მე არ ვარ და ისევ დედაჩემს უნდა ვთხოვო. არა, კი არ ვთხოვ, შორიდან მოუვლი, დავიწუწუნებ, ვივიშვიშებ, ვიყუყუნებ -როგორც თვითონ მეუბნება და იქნება და მეშველოს.
ბორჯომში რეგიონული პარტიის ოფისებს უნდა ვეწვიო, გავიგო რა ხდება, რას აკეთებენ, რას გვპირდებიან, დამაჯერონ, მაჩვენონ განსხვავებული და კარგი საარჩევნო პროგრამა, რომ ხმა მივცე.
ყავა დავლიე, არადა ჩაი ბევრად მირჩევნია, ცხელი ქაფქაფა, აი ისეთი ხელთათმანებით რომ უნდა დალიო:)
თუ წავედი დღეს ბორჯომში ფოტოებს საღამოს დავდებ.
ამინდიც ირევა რაღაც, დღევანდელი დღე ამომიყირავდა.
ქუთაისში ვიყავი.პროექტი დაგვიფინანსდა საარჩევნო და ამის გამო.
დაღლილ -დაქანცულ-მოწამლული სახლამდე ძლივ მოვლასლასდი და საღამოს შვიდ საათზე დაძინებულმა დილით თერტმეტზე ძლივს ავწიე თავი. სამსახურში ვარ წასასვლელი და...
ასე დაღლილი, როცა ვარ ვფიქრობ, რომ არსად არ წავალ იმდენად ვისპობი(ქუთაისურია:))
ქუთაისში წვიმდა,განწყობასაც ვერაფერი მოუხერხე და ვიყავი ჩაშავებულ-ჩაჟამებული.
საარჩევნო დუღილი ჩვენთანაც დაიწყო. იმდენი საქმეები გამოჩნდაა, არადა ისეთი ამინდებიც დაიწყოო სულ არ გეფიქრება საქმეზეე.
მარიამი გამოვიყვანეთ, სახლშიაა უკვე, აცრაც გაუკეთეს პირველი.
სტატიები მაქვს იმდენი დასაწერიიიიიიი.
ხერხემლის გამრუდება მერე ნახე შენ.
რაღაც ვერ ვარ რა, ,,დაქლიავების ხანა ” დამეწყო ამ საგიჟეთის დროს.
აღარც მესტატიება, აღაც მელიტერატურება და აღარც აღარც. მარტოო მე - . . . . . :)
რააა?! ! ! იქნება და მარტო მეძინება ვიგულისხმე? ან მეფიქრება?
ასე ვარ ამ ბოლო დროს ნაჭუჭში. თავის დაღწევას არც ვცდილობ. მივეჩვიე თუ ნაჭუჭის კანს ვერ ვტეხავ არ ვიცი.ღამე ვერ ვიძინებ. დღე მეძინება. დროის ათვლა დავკარგე. სამსახურშიც საგიჟეთია.გადავიწვიი, ექიმთან ვიყავი, ანალიზებიც ავიღე, მეგონა რაღაც მჭირდა. არარაციონალური კვება, გადაღლა. დასვენებააა - აი რეცეპტიი.
გადაცემა ,,პროფილს" უყურე. დავჯექი და მიუსაჯე თავს, რომ ბოლომდე მეყურებინაა. ვიცინეე, ბოლოს წამყვანმა საკუთარ თავი მოიწვია გადაცემაში და მზისა და მთვარისა რომ გამოჩნდა მაია ასათიანის სახით ამეტირააა.
ახლა ძილი მინდაა. თეთე მინდა სახლში რომ იყოს. დილით საწოლში ჩაი და გასაფრენი ბუშტი მინდა. ვ ი ძ ი ნ ე ბ !
მარიამი დღეს ვერ ვნახე, ცოტა ხნით ავირბინე სავადმყოფოში და მალევე გამოვარდი. წითელია და პაწაწაოო ასე მითხრეს:)
რაღაც გიჟური კვირაა, გადარბენაზე ვარ, ამიტომაც ბოლომდე არცეთი საქმე არ გამომდის.
დღეს გაზეთის ლოგოზე ვიწვალეთ, იდეები ჩამოვყარეთ, როგორც შეგვეძლო ისე დავხატეთ ჩვენებური ვარიანტები. რა გამოვა არ ვიცი.
ცერა თითის ხელა წინდები ვიყიდე მარიამისთვის, დიდი ექნებაო მითხრეს, დედააა!!! ეს თუ დიდი ჰქონდა როგორ გინდა ხელში დაიჭირო ასე წრიპა?
სამსახური საგიჟეა. როგორ თენდება თვალსა და ხელს შუა ვეღარ ვხვდები. დღეც ისე მალე გადის, ვერაფრის გაკეთებას ვერ ვასწრებ. სავადმყოფოში ავტობუსით წავედი, საავადმყოფო ქალაქგარეთაა და ვიფიქრე ქალაქსაც თვალს გადავავლებ-თქო. ავტობუსის მინები ისე იყო გასაწმენდი, ქალაქის დათვალიერება კი არა ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ტალახის გუბეში ჩავარდი.
დაღლილი ვარ, უკვე დაძინებას ვაპირებდი, მაგრამ გულმა არ მომითმინა შენთვის ეს არ მეთქვა. უკვე მეორედ გავხდი მამიდუნი:) მარიამი დაახლოებით ერთი საათის წინ დაიბადა - სამი კილო და 50 სანტიმეტრი.
ხვალ მეტს დავწერ,ახლა მართლა მეძინება, ცალკე დაღლილობისგან წუხელი ოთხი საათის შემდეგ არ მძინებია, ცალკე ემოციებისგან, ცალკე კონიაკისგან, ავყევი და ავყევიიიიიიი.
ბლოგი არ უნდა გავაპირადულო მეთქი და . . .
გუშინ ბევრი ვიცეკვე, მუსიკას მაღლა დავდებ, რომელზეც.
სასაფლაოდან შუადღეზე ჩამოვედი და ჭონაზე ვარ-თქო ვიცინოდი, სოფელი შემოვიარე. მოხვედიიიი, როდის მიდიხარ? არ მოვსულვარ ჯერ ადამიანო რა წასვლაზე მელაპარაკები?! ამიტომაც მირჩევნია ორღობეებში ვიარო გზაზე არა.
საფლავზე ღვინო უნდა წაგვეღო, მე გადმოვახსი და კარგადაც ვყლუნწე.
ეს დღეებია რაღაცნაირად ვარ, მძიმედ და გაურკვევლად. ბევრი რამე მაღიზიანებს, ბევრი ვინმეც.
ჩუმად ვარ, კარგა ხანია ჩუმად. ასე გადავწყვიტე არაფერი ვთქვა,ბევრ რამეზე დავხუჭო თვალი და ბევრი რამ და ვინმე გავატაროო. მგონი გამომდის.
მაღიზიანებს ადამიანების სიტუტუცე. მაცოფებს დაწეპირებული ფრაზებით რომ მესაუბრებიან და იმის იქით სიცარიელეა.
,,ფუყე თავთავი მაღლა იწევსო" და მგონი ამ თავთავის ქედმალობაში მეც მიდევს ლომის წილი. ერთხელ სიჩუმით, მეორედ გაღიმებით, მესამედ გატარებით. მეოთხედ კი აღმოჩნდა რომ უბრალოდ ისე გავები, რომ უნდა გავჩუმებულიყავი, ხოდა რა ხანია უკვერ ჩუმად ვარ.
მაგიჟებს კომპლექსებით დახუნძლული ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე მიდიან საკუთარი არასრულფასოვნების დასაფარად.
ჩემი პროტესტი სიჩუმეა, რამაც ცინიკოსი გამხადა. ხმას არ ვიღებ, სამაგიეროდ ცინიკურ ფრაზებს ვისვრი, ვიღიმები და ვდუმვარ.
ჩემი ეს მდგომარეობა არ მომწონს, სხვა გზას ვეძებ გასაღწევად და ახალი გზის საპოვნელად.
ყოველი დღე რაღაც მაშინებს. ყოველი დღეა ამოთქმისაა, ჩუმი ამოთქმის.
ხანდახან მინდება რასაც ვწერ სხვებმაც წაიკითხოს, თუმცა ამას სტატიებში ისედაც ვაკეთებ მაგრამ. . .
რატომ ,,puliceri"? ისე უბრალოდ:)
არც ის მინდა ბლოგი ძაან გავაპირადულო, ავდექი, ვჭამე, ეს ჩავიცვი, იმას ხელმკლავი გაუკეთე, ამას მინეტი, ეს წავიკითხე, იმან გამომაიარა. იდეაში არ მინდა ასე გავაკეთო, მაგრამ რა გამომივა არ ვიცი.
რატომ ვწერ ამ წინასიტყვაობას ვერ გეტყვით, ალბათ ეს ბავშვობიდან გამომყვა. წიგნის წაკითხვისას აუცილებლად უნდა წამეკითხა წინასიტყვაობა, რომლებიც თითქმის სულ ერთნაირი იყო, როგორც მახსოვს.
ჩემი ბლოგის წინასიტყვაობა:)
50 წლის შემდეგ . . .
ფარავნის ტბასთან მექნება პატარა სახლი. ჩემი ხელით ჩაყრილი ვაზიდან შემოდგომაზე ღვინოს დავწურავ,საღამოობით, დაწნულ სკამზე ჩამოვჯდები, შალგადაფარებულ მუხლებზე ,,ლეპტოპს’’ დავიდებ და ისევ წერას განვაგრძობ. მე, ხუთი წლისამ წერა არ ვიცოდი და მაინც ვწერდი, დედას ახლაც აქვს შემონახული დაკნაკნილი ხაზებით შევსებული რვეულები ,,ჩემი ნაწერებით”, სამწუხაროა, რომ აღარ მახსოვს რას ვწერდი ბავშვობაში ასე გამალებით.
ახლა . . .
ვმუშაობ სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ გაზეთ ,,სამხრეთის კარიბჭეში”, გაზეთი ქართულ და სომხურ ენაზე გამოდის, ანუ კარგ საქმეს ვემსახურები.
მანამდე . . .
იყო სკოლა, თავისუფალი თემები და დახუნძლული რომანტიზმი. მერე სტუდენტობა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ექსკურსიები. შემდეგ ადგილობრივი ტელეკომპანია ,,ლომსია” და ტელევიზიის ხიბლი, თუმცა მალე გამოვერკვიე და ისევ წერა დავიწყე გამალებით. ხოდა ვწერ . . .