суббота, 10 июля 2010 г.

,,აბასთუმანი ხაბაზთუმანი”

გადავწყვიტე აბასთუმანზე დამეწერა, არა იმიტომ რომ იქ ვცხოვრობ და მიყვარს, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ იქ კარგია, ძაან კარგი და მინდა ბევრმა ადამიანმა დაისვენოს, რადგან ამით იქაურობა უფრო კარგი გახდება. (ჩიქორთულად დავწერე არა?)

მეტი ბინა გაქირავდება, მეტი თანხა გაუჩნდებათ ადგილობრივებს.

და ალბათ ამის შემდეგ მაინც აკრძალავენ კურორტის ცენტრალურ ქუჩაზე საქონლის გატარებას, საქათმეებს აიღებენ, მდინარეში ნაგვს აღარ ჩაყრიან ხოდა იქნება კრიალა ოცხე.

შემდეგ - კაფე გაიხსნება ნორმალური, სადაც შეგიძლია დაჯდე და ჩაისთან ერთად გემოვნებიან მუსიკას მოუსმინო (მერე რა რომ დისკია) მერე იქნება და ისე გამოკეთდეს აქაურობა ცოცხალი შესრულებაც იყოს, მინდა კი.


მინი კინოთეატრიც არ აწყენდა აქაურობას.

რატომ აბასთუმანი? - იკითხავ შენ.

პირველიაქ გადასარევი ბუნებაა. ულამაზესი, ხოო მართლა ულამაზესი.

მეორეაქ შეგიძლია იპოვო სიმშვიდე. შენ ხომ ასე დაწყვეტაზე გაქვს ნერვები? ხოდა მოკიდე ხელი პლედს, ადი ტყეში, წამოწექი და დაისვენე.

მესამე აქ ცა ახლოსაა, ხელის გაწვდენაზე.

მეოთხეკურორტს გაძლიერება ჭირდება, შენ შეგიძლია დახმარება. ჩამოხვალ შენ, უკან დაბრუნებული აღფრთოვანებით მოიგონებ აქ გატარებულ თითოეულ დღეს, მეორე წელს წამოგყვებიან მეგობრები.

და მთელი დუნია, რომ დაიწყებს სიარულს არ აშენდება აქაურობა?

ნუ ბოლოს და ბოლოს აქ მაისშიც შეგიძლია ნახო თოვლი.

შეგიძლია - ნაძვის ხეზე შენივე ხელით მოაძრო კევი, ასე, რომ მიყვარს ( მიუხედავად იმისა, რომ კბილებზე მეწებება) მერე შენც მიეჩვევი, როგორ უნდა დაღეჭო.

გუშინ ბევრი ვიარე აბასთუმანში და ვფიქრობდი ნეტავ ბევრი ფული მქონდეს, რამდენ რამეს შევცვლიდი.

ძველი სახლებს საღებავები აქვს გადაცლილი და დანგრევის პირასაა, ცვლიან პლასტიკატის ფანჯრებითა და აგურის კედლებით, არადა ხის, მწვანედ, ყვითლად შეღებილი ჩუქურთმებითა და კედლებითაა აქაურობა ლამაზი.

აბასთუმნის ახალი მკვიდრები (ვგულისხობ, ვინც ბოლო წლებია სახლები აიშენა კურორტში) არ ფიქრობენ ძველი იერსახის შენარჩუნებაზე, ყველამ რაღაც გაუგებარი კონსტრუქციის სახლები წამოჭიმა, არქიტექტურას ხომ არ აქვს საზღვარი, არდა იკარგება ჩემი აბასთუმანი.

ტყენადგურდება! ნაწილი მოჭრეს! ნაწილი დაიწვა.

ახლა იერსსახეს უკარგავენ.

,,აბასთუმანი ხაბაზთუმანი” ( ფოტოები)