გუშინ ვიყავი აბასთუმანში. კურორტში, ერთი გრძელი რუსთაველის ქუჩაა და ფოტოებიც ძირითადად ამ ქუჩისაა:) ტუბ -სანატორიუმები, სასტუმროები, ხის აივნიანი ძველი სახლები, ნაგვიანი მდინარე ოცხე, თავ - ფეხეგართხმული ყმაწვილკაცი, დაბმული ქათამი, აუზი შუაში ამოსული ხით, სოკო - ჩემი მოსწავლეობის პოზირების ადგილი:), რომელიღაც ქალაქიდან მოხსნილი და აქ ჩამოტანილი ძველი გემები, რომლებიც მერე აბასთუმანში შეიღება, მოსაცდელი, სადაც არავინ იცდის და ,,სკამეიკა” რომელიც ყოველთვის მიცდის:)
ჩემი აბასთუმანი:)