21 თებერვალს, შუადღეს, თბილისი - ვალეს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა, ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა. შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა და ექვსი დაშავდა.
ახალციხის მიკროავტობუსის მძღოლები მცნობენ და გულზე არცეთს ვეხატები.
მე არ მსიამოვნებს როცა გადაჭედილ მიკროავტობუსში ეგრეთწოდებულ გადმოსაწევ სკამზე მძღოლი კიდევ ერთ მგზავრს როცა სვამს მოტივით - ამხელა გზაზე ცარიელი ხომ არ ვივლი, ჩემს ოჯახს შენ მირჩენ?!
მე არ მომწონს როცა ზამთარში მიკროავტობუსში ფანჯრებიდან ყინვა აღწევს და ზაფხულში მინას ვერ ვაღებ, მძღოლები ასე მიხსნიან - ყველა სეზონზე თუ მაგ ფანჯრებს გადავყევი, სახლში რაღა მივიტანო?!
მე არ მომწონს როცა თბილისი - ახალციხის მიკროავტობუსში ვჯდები და სუნს, ბინძურს შალითებსა და მორყეულ სკამებს რომ თავი დავანებოთ (არადა დაახლოებით ორსაათ ნახევარი უნდა იჯდე ) ემატება ტრანსპორტის გაუმართაობის ხმა. ახსნა ასეთია - რა იცი შენ ეს რისი ხმაა, ასე ხმაურობს ყველა მატორი! თუ კომფორტი გინდა ტაქსით წადი!
არ მომწონს კი არა, სულ მეშინია პირტიტველა ბიჭებისა და ასაკიანი მძღოლების. პირველებს არ ეშინიათ და ყმაწვილური სიჩქარით მიჰყვათ 14 ადგილიან მიკროავტობუსში მჯდომი 20-25 მგზავრი. მეორენი კი ,,იმდენი წელია შოფერი ვარ" იმიჯით დაუდევრად მიყავთ ტრანსპორტი - ცალი ხელი საჭეზე აქვთ ჩამოდებული, ცალით კი რამე სასუსნავს ჭამენ.
ყველა მეორე მძღოლი ტელეფონზე ლაპარაკობს. თავზეხელაღებულები სმსაც წერენ.
რას აკეთებთ?! -როცა ერთხელ გადარეულმა მძღოლს ვუყვირე, როცა ის ჯერ უშველებელ შეტყობინებას კითხულობდა (ამ დროს რიკოთზე გადავდიოდით) და მერე საპასუხო ტექსის აკრეფა დაიწყო.
- არაფერს არ ვაკეთებ -მიპასუხა მშვიდად, სამაგიეროდ მგზავრებმა არ დამაკლეს: რა გაყვირებთ, შეაშინეთ მძღოლი, ნუ ანერვიულებთ ამხელა გზა აქვს გასავლელი!
ჩვენ არ უნდა ჩაუჯდეთ ასეთ ,,წესიერ" მძღოლებს.
უნდა მოვთხოვთ ავტოსადგურების ხელმძღვანელობას უზრუნველყოს მიკროავტობუსების ტექნიკური გამართულობა.
ჩვენი პროტესტი ბევრ რამე შეცვლის.
მგზავრებო!
გყავდეთ თქვენი სანდო და პროფესიონალი მძღოლი, რითაც მას გახდით უკონკურენტოს და რადგან სხვებს არავინ ჩაუჯდება იძულებულები იქნებიან ის სხვებიც დათმობებზე წავიდნე და დაივიწყონ მავნე ჩვევები.
მიუთითეთ მძღოლს ნუ აჩრებს ყველა ჭიშკართან და ყველა ფეხის ნაბიჯზე!
შეახსენეთ სიჩქარეს არ მოუმატოს და არ იფრინოს ჯაყჯაყა მიკროავტობუსით.
ნუ ჩაჯდებით გაუმართავ ტრანსპორტში!
შენიშვნა მიეცით მძღოლს როცა ის ტელეფონზე ლაპარაკობს!
გააპროტესტეთ სუნი და სიბინძურე მიკროავტობუსში!
მე არ მინდა ავარიაში მოვკვდე. ეცადე და დამეხმარე შენც ამაში. გამოავლინე შენი მოქალაქეობრივი ვალი. დამიცავი მეც და დაიცავი თავიც.