,,რაბათში ბექა პირველის ძეგლი დაიდგმება" - სანამ სტატიას წავიკითხავდი პირველი რაც გავიფიქრე იყო რა გვეძეგლება:(
ძეგლის დადგმა ჯამში 150 000 ლარი დაჯდება და თანხა ქალაქის ბიუჯეტიდან გაიხარჯება.
სამცხის მმართველის, ბექა პირველის ძეგლის დადგმის იდეა ქალაქის მერს ეკუთვნის.
150 000 არც ისე დიდი თანხა ისეთ მოუწესრიგებელ, მოუვლელ, მუდმივად სამშენებლო პროცესში მყოფ ქალაქისთვის როგორიც ახალციხეა, თუმცა, საკმაოდ დიდი ფულია გაჭირვებული ოჯახებისთვის.
რა შეიძლება გაკეთდეს 150 000?
- სულ მცირე სამი ბინა შეიძლება უყიდო სამ უბინაო ოჯახს;
- სწავლა დაუფინანსო ასობით სტუდენტს;
და თუ მაინცადამაინც ძეგლის დადგმა გინდათ, დადგით ქალაქის ცენტრში, იმ უსახური ხიდის სახელურზე, მოფარფატე გოგონა, თითისწისწვერებზე მდგარი გასაფრენად გამზადებული, რომელიც გამვლელებს კარგ ხასიათზე დააყენებს და ბექა პირველის, როგორც ისტორიული პიროვნების, სამართლის წიგნის ავტორისა და ზოგადად ისტორიული პიროვნებების პოპულარიზაციისათვის გამოაცხადეთ კონკურსი ადგილობრივ მედია საშუალებებისათვის საუკეთესო მასალის, ვიდეო რგოლისა თუ სიუჟეტის მოსამზადებლად.
იდეა, რომლის განხორციელება 150 000 კი არა, თუნდა ათი ლარი დაჯდება ადამიანებს უნდა ემსახურებოდეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий