შობამდე დედა ჩამოვა.
მანამდე 65 დღეა. ჩემთვის ეს დღეები გარბის, დედაჩემისთვის კი უსაშველოდ იწელება.
ნამცხვრის ფორმები ვიყიდე გულის და კექსის, ხოდა ახლა გავაკეთებ ხოლმე იანვარში დედაჩემს, რომ შედევრი დავახვედრო, კი ვერ გავაოცებ მაგრამ . . . დედაჩემს, რომელსაც შეუძლია ერთი კვერცხით და ფქვილით უმაგრესი ტორტი გამოაცხოს მაინც ვცდი.
თავიდან ოჯახში სამი ბავშვი ვიზრდებოდით, თეთე 12 წლის მერე დაიბადა. მანამდე - მე და ჩემი ორი ძმა.
საბავშვო ბაღი - ცხვირიდან არ გამომდის სუპის სუნი და არ მავიწყდება აღმზრდელების ტყუილი ,,მალაკო" მოიპარეს მაცივრიდანო. არ გვქონდა სათამაშოები, რაც იყო ძველები იმასაც ხელს არ გვაკიდებინებდნე და ეწყო თაროებზე გახუნებული პლასტმასის კუბიკები და ნახევრად დაჩუტული ბურთები. სამაგიეროდ სახლში გვქონდა უამრავი სათამაშო, რომელსაც სულ ვეზიდებოდით ბაღში და ცხვირსახოცების მსგავსად სულ იქ გვეკარგებოდა.
- ბერმუდის სამკუთხედია თუ საბავშვო ბაღი - ამბობდა ხოლმე დედა როცა ყველა ჯიბეებს მოგვიქექავდა და ცხვირსახოცებს ვეღარ ნახავდა, ან როცა სათამაშოები გვეკარგებოდა.
დედა კვირა დღეს მგონი ას ცხვირსახოცს აუთოებდა, პატარა ოთკუთხედებად კეცავდა და სიმაღლეზე აწყობდა. დილაობით კი ჯიბეში ან მარჯვენა მაჯაზე ჩაგვიკეცავდა ჯემპრში.
კარგი იყო - ზაფხულის არდადაგები და სოხუმი. უფრო სწორად ჩემთვის სოხუმი იყო ეშერა -თეთრი მიმოზები, ზღვა, ბლინები, რომელსაც ,,ბაბუშკა" ანია გადასარევად აცხობდა, ცხელი ქვები და სილისგან გაკეთებული პასკები. პლასტმასის ფორმებში სილას ჩავტენიდით, გადმოვაბრუნებდით და სიტყვებს მაშინ რომ ჯადოსნური გვეგონა წარმოვთქვამდით -პასკა, პასკა გამოდი ზღვის ნაპირას ჩამოდი. ავაძრობდით ფორმას და პასკაც გვხვდებოდა. ჩემს დეიდაშვილს აქსანას არასდროს არ გამოსდიოდა პასკა -ქართულად კარგად რომ ვერ ამბობ ამ სიტყვებს მაგიტო - ვეუბნებოდით მე და ჩემი ძმები. მერე წლების შემდეგ როცა უკვე სანკტ-პეტერბურგში წავედით სადაც დეიდაჩემი ცხოვრობს ოჯახთან ერთად ( აფხაზეთის ომის დროს ბებია და ბაბუაც იქ წავიდნენ) აქსანას ქართულად მხოლოდ - პასკა, პასკა გამოდი ზღვის ნაპირას ჩამოდი -ახსოვდა. მახსოვს კიდევ ,,ტანცები" და რკინის სატრიალო კარებზე დაკიდებული ჩვენ - მე, ჩემი ძმები, აქსანა , სვეტა და ალიოშა. მახსოვს ფილმი, მეოცე საუკუნის მეკობრეები ერქვა მგონი და მთავარი გმირი, რომელიც შემიყვარდა. აქსანასაც შეუყვარდა და მეუბნებოდა მე უფრო მაქვს შანსი ვნახო, მე ხომ ლენინგრადში ვცხოვრობო.
ბოლოს 1992 წელს ივლისში ვიყავი დედასთან ერთად სოხუმში, იმდენად ვიყავი დამუხტული რომ მალე აქსანას ვნახავდი არ მახსოვს რა მდგომარეობა იყო იქ , თუმცა ღუტუნა ბაბუას დაღონებით ნათქვამი სიტყები - წკიპზეა ყველაფერიო - ახლაც ჩამესმის. მატარებლით ადლერიდან წავედით -სანკტ -პეტერბურგში. უკან გამოვლისას ბაბუამ თქვა შეიძლება სახლი გავყიდო და მეც წავიდე ბავშვებთანო, თუმცა სახლის გაყიდვა ვერ მოასწრო ისე უცებ დაიწყო ომი. ბაბუა სანკტ -პეტერბურგში გარდაიცვალა და იქ დაასაფლავეს, არადა იმერეთში უნდოდა დასაფლავება თავის სოფელში ზეკარში:(
ჩემი ძმებს ჰქონდათ გრძელი, ხორბლისფერი, ხუჭუჭა თმები და იყვნენ ძალიან საყვარლები. ქართველი ბიჭები ჩემი ძმებით იტყუებდნენ რუს გოგოებს. გაატანდნენ ცხელ ქვებს, რომლებსაც ჩემი ძმები გოგოებს ზურგზე ადებდნენ, გოგოები წიოკობდნენ ჩემს ძმებს კალთაში იჯენდნენ, მერე ქართველი ბიჭები მიდიოდნენ ჩემი ძმების წამოსაყვანად და ნაცნობაც დგებოდა.
ბავშვობიდან კიდევ გამორჩეულად მახსოვს - საკურთხი - განსაკუთრებული დღე, როცა სუფრა მიცვალებულებისთვის იშლებოდა და როგოც ბებია იტყოდა რასაც ვჭამდით ის მიუვათ მიცვალებულებსო. დილით ადრე სანამ ავდგებოდით ცომი უკვე მოზელილი იყო, მზის ამოსვლას უნდა დაასწრო საკურთხის ცომის მოზელაო - ამბობდა ბებია. მერე უკვე გაფუებული ცომისგან კოკრებს, ანუ მუჭისხელა ყველიან ხაჭაპურებს, მარხვის დროს ყველის ნაცვლად ცომში გატრებული ნიგოზს დებდა და აცხობდა. მერე ბებია სუფრაზე მარილს, წყალს, კოკრებს, ყველს, ჭადებს, შემწვარ ქათამს, ღვინოს, არაყს დააწყობდა და მხოლოდ მონათლულ შვილიშვილებს სანთლებს დაგვირიგებდა, რაზეც გვინდოდა სანთელს იმ საჭმელზე მივამაგრებდით, ავანთებდით და მხოლოდ სანთლის ჩაწვის შემდეგ ვსხდებოდით სუფრასთან. ბებია ამ დროს ლოცვას კითხულობდა.
გაგრძელება იქნება:)

Комментариев нет:
Отправить комментарий