“ ჩემი მუშტის ქნევის უფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი ცხვირი იწყება” ვოლტერი
10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების წევრმა ქვეყნებმა შექმნეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ სახით.
ამ დღესთან დაკავშირებით ასოციაცია ,,ლიბერალმა", რომელიც დაარსების ერთ წელს ითვლის შეხვედრა მოაწყო.
შეხვედრას საზოგადოების ის ნაწილი ესწრებოდა ვისთვისაც ადამიანის თავისუფლება ყველაზე დიდი მონაპოვარია.
თავდაპირველად ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ცხოვრების ერთ ფრაგმენტზე იყო აგებული.
შეხვედრაზე საუბარი გაიმართა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ხაჯიდა ისმაილოვას შესახებაც.
„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მუხლი 1 სიტყვები - ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით - ცალ-ცალკე წებოვან ფურცელზე ეწერა და გაბნევით იყო მაგიდაზე მიკრული.
წინადადების აწყობის შემდეგ მას ვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ადამიანი შეხვდა და ეს იყო პროფორიენტაცისაა და კარიერის დაგემვის სამმართველოს ახალციხის ცენტრის სპეციალისტი, მზია მაისურაძე საჩუქრად წიგნი ბიოლის ,,უკაცო სახლი'' გადაეცა.