четверг, 4 декабря 2014 г.

ფანჯარა, როგორც ოჯახის ერთგვარი იდენტობა 2

მიყვარს  უცხო სახლების ფანჯრების დათვალიერება. მოდიხარ ორღობესა თუ ქუჩაში, აკვირდები ფანჯრებს და ყველა ფანჯარას თავის ისტორია აქვს. დაგრეხილი ფარდა, რაფაზე კატა, ან ბავშვის ქუდი, ან ყვავილები. ფანჯრის იქით ადამიანები ცხოვრობენ და სარკმელი მათთან დაახლოებისა და გაცნობის საშუალებას გვაძლევს.  პროექტის  სახელწოდებით  ,,ფანჯარა, როგორც ოჯახის ერთგვარი იდენტობა"  განხორციელება დიდი ხანია მინდოდა, ხოდა ყველგან ვიღებდი ფანჯრებს. ამჯერად ერთი ფანჯრის ისტორიას მოგიყვებით.


მეორე - ამბავი გაბზარული ფანჯრებისა


ამ ფანჯრებს იქით მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობს. შვილები საზღავრგარეთ არიან და მშობლებთან ურთიერთობას მხოლოდ ტელეფონით ახერხებენ. 
,,ამ თანამედროვე რაღაცეებს ალღო ვერ ავუღე, თორემ ისეთი რამე ყოფილა დარეკავ და  დავინახავ შვილებსა და შვილიშვილებს", - ამბობს მოხუცი. 

ქმარი სახლიდან არ გამოდის. ცოლი ყოველდღე, დილაადრიან გარეთ სველი ტილოთი წმინდავს ფანჯრის რაფებს, ჩარჩოებს, მინებს და მერე უკვე სახლიდან ჩანს  რა  რუდუნებით უსმევ მშრალ ნაჭერს  ქოთნის ყვავილის თითოეულ ფოთოლს. ვინ იცის იქნებ ეს ყვავილი შვილმა დათესა, რომელიც აგერ უკვე სამი წელია არ უნახავს, ან ქმარმა უყიდა, ჯერ კიდევ მაშინ როცა გარეთ გამოდიოდა და დამოუკიდებლად სიარული შეეძლო. ვინ იცის, ვინ იცის.  

Комментариев нет:

Отправить комментарий