მიყვარს უცხო სახლების ფანჯრების დათვალიერება. მოდიხარ ორღობესა თუ ქუჩაში, აკვირდები ფანჯრებს და ყველა ფანჯარას თავის ისტორია აქვს. დაგრეხილი ფარდა, რაფაზე კატა, ან ბავშვის ქუდი, ან ყვავილები. ფანჯრის იქით ადამიანები ცხოვრობენ და სარკმელი მათთან დაახლოებისა და გაცნობის საშუალებას გვაძლევს. პროექტის სახელწოდებით ,,ფანჯარა, როგორც ოჯახის ერთგვარი იდენტობა" განხორციელება დიდი ხანია მინდოდა, ხოდა ყველგან ვიღებდი ფანჯრებს. ამჯერად ერთი ფანჯრის ისტორიას მოგიყვებით.
პირველი - ამბავი გაყინული ფანჯრებისა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფელი გორელოვკა.
ამ ფანჯრის იქით არავინ ცხოვრობს. აღარავინ ყვება მინაზე მოხატულ ფიფქებზე ზღაპრებს. არც დაორთქლილ ფანჯრებზე იხატება გულები. ფანჯარა ახლა გაყინულია და გამლღობს ელოდება.

Комментариев нет:
Отправить комментарий