четверг, 24 июня 2010 г.
საფოსტო ყუთიდან . . .
,,ქარი საფოსტო ყუთების კარებს აჭახუნებდა და აჭრიალებდა. ვის რაღად უნდა საფოსტო ყუთები”.
ფეხბურთის თამაშის დროს, გადაყვლეფილი მუხლი ძალიან რომ ამეწვა და ვეღარ გაუძელი სახლისკენ დავეშვი. ბიჭები კი გამიბრაზდნენ, მაგრამ როცა შემხედეს ცრემლები მომდიოდა - ხოო წადიო წაიბუტბუტეს. მწვანე ბალახი ისე იყო შეზელილი ხორცში, რომ დედაჩემს კინაღამ გული წაუვიდა გაწმენდისას. სპირტი აორთქლებული არ იყო და საფოსტო ყუთის კარებზე ხელებით დაკიდებული ვქანაობდი. საფოსტო ყუთმა დატვირთვა ,,ის”, რომ აღმოვაჩინე მერე შეიძინა. ზაფხულის განმავლობაში ყუთში ყოველ დღე მხვდებოდა მათემატიკის ფურცელზე დაწერილი წერილები. მერე ვხევდი, რატომ არ ვიცი, ახლა მწყდება გული. პასუხებს არ ვწერდი, სამაგიეროდ ხელჩაკიდებულები მივდიოდით წყაროზე და ხელჩაკიდებულები ვბრუნდებოდით უკან. სხვა გოგოებს მამების ეშინოდათ, მამაჩემს ამაზე ეცინებოდა.
,,ქარი საფოსტო ყუთების კარებს აჭახუნებდა და აჭრიალებდა. ვის რაღად უნდა საფოსტო ყუთები”.
წერილებს ფოსტით ვიღებ (მეილით:)) საფოსტო ყუთიც აღარაა მოდაში. აი, ხელჩაკიდებული სიარული კი მომწონს, მაგრამ ბავშვობის შემდეგ არავისთან მივლია ასე.
მის შემდეგ რამდენჯერმე მყვარებია, მაგრამ ასე არ მივლია. საფოსტო ყუთივით გადახუნდა თითებს განდობილი გრძნობა.
მომინდა რაღაც შაქარი დამეწერა, თორემ ისე გადამღალა ამ ყოველდღიურობამ და სტატიების გამო ზარებმა, რომ!!!
დღეს ჩემმა ბავშვობის მეგობარმა დამირეკა, რწმუნებულია. დედამისი ერთ-ერთ უბანზე კომისიაშია. ჟურნალისტი ყოფილა დედაჩემის უბანზე მოსული შენი გაზეთიდან და კარგად იყო დაკვალიანებული ვინ ვისი ნათესავი იყოო. დამკვალიანებელში მე მიგულისხმა რა თქმა უნდა , მაგრამ ვერ მითხრა, ეტყობა მაინც ბავშვობა გაახსენდა და.
არადა, პირველი კლასიდან ერთ მერხზე ვისხედით. რვეულის გარეკანს ავსებდა ერთხელ და ძეს მაგივრად ხე დაწერა, როცა შეუსწორე ჩემს რვეულს დახედა და გადაწერა ესა და ეს ფრიდონის ასული:)) წეღან აგრესიული და გაღიზიანებული მეჩვენა.
უკვე მერამდენე ზარია არჩევნების გამო.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий