,,მხოლოდ ყველაზე მაღალ იდეალებს, ყველაზე კეთილსინდისიერ ზრახვას –მოიქცეს სამართლიანად, იმ პრობლემების ყველაზე ზუსტ ცოდნას, რომლის წინაშეც მას მოუწევს დადგომა და პასუხისმგებლობის გაძლიერებულ გრძნობას ძალუძს გადაარჩინოს ჟურნალისტიკა მდიდარი ძალის მონობისაგან, რომელიც მისდევს ეგოისტურ მიზნებს და ეწინააღმდეგება საზოგადოების კეთილდღეობას”.
ჟ.პულიცერი
მე, ჟურნალისტი ვარ
ახლობელთან გავიარე საღამოს, წავიჭორავებ, ამოვთქვამ რაღაც-რაღაცეებს და დავისვენებ მეთქი. სტუმრები ყავდა. დამინახეს თუ არა არჩევნებზე დაიწყეს საუბარი, თითქოს ცსკ წარმომადგენელი ვყოფილიყავი სიებზე და პარტიებზე ალაპარაკდნენ. გავერიდე, სამზარეულოში დავჯექი, ასკილის ნაყენი გავიკეთე. მერე, უხეცუსმა სტუმარმა გამომიძახა, საქმე მაქვსო, მეგობარმა მხრები აიწურა რა ვქნა, გეძახისო. გავედი.
- აი, შენ ხომ ხარ ჟურნალისტი? - მეკითხება, თვალებს ჭუტავს და გამომცდელივით მიყურებს.
- დიახ, – თავი დაუქნიე მე.
- ხოდა მითხარი ახლა რა მოხდება არჩევნებზე? ვინ გაიმარჯვებს?
მთელი სერიოზულობით მეკითხება. დილის ცხრა საათიდან სამსახურში არჩევნებიიიი! ათზე ძლივს გამოვაღწიე მეგობართან და! ! ! მხოლოდ ვიღიმები, სტუმარი კი მთელი 35 წუთი მიხსნიდა და პროგნოზებს აკეთებდა თუ რომელი პარტია გაიმარჯვებდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
სახლში გაბრუებული მივდივარ, ნაცნობი ტაქსისტი მიღიმის.
- ჟურნალისტი ქალი ხარ და უნდა გკითხო გეცოდინება, ვითომ ოპოზიციას გამოუვა რამე? მხრები ავიჩეჩე, სიბნელეში ვერც დამინახავდა, მაგრამ აღარ ჩამეძია. ცივ მინას შუბლი მივადე და ქაფქაფა ვანა ვინატრე.
ჟურნალისტს თავის პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლია ისარგებლოს ისეთი უფლებებით რაც მიუწვდომელია რიგითი მოქალაქეებისათვის. ალბათ ამიტომაცაა მოსახლეობის დიდი ინტერსი და მოლოდინი ამ პროფესიის ადამიანებზე. მგონი სანამ დავწვებოდი მანამდე დამეძინა.
ვაი!
პირველი არხის ჟურნალისტის ქეთი ბოჯგუას ამ კომენტარზე არ გავღიზიანებულვარ, ეს ჟურნალისტი აგვისტოს ომის დროს ,,გადავხარშე” პუტინზე ქონდა სიუჟეტი გაკეთებული, რომელიც დაიწყო, თუ როგორი დაბალია სიმაღლეში, რუსეთის პრეზიდენტი.
,,რატომ არ მიყვარს პუტინი? გულგრილობის გამო, რომელიც დანაშაულზე უარესია, ცინიზმის გამო, რასიზმის გამო, ტყუილის გამო, იმ გაზის გამო, რომელიც ნორდოსტის აღებისას გამოიყენა, უდანაშაულო ბავშვების დახოცვის გამო”.
Комментариев нет:
Отправить комментарий