четверг, 24 июня 2010 г.

თეთე სკოლაში

 
თეთეს სკოლაში პრაქტიკები დაეწყო, დილით ადრიანად დგება და ფაციფუცობს. მეც მინდა ავდგე, მაგრამ რა ჯანდაბა უყო ამ ძილს?! გინდ ადრე დავიძინო, გინდ გვიან ,მაინც ვერ ვდგები და.
თეთე ყოველ დღე შთაბეჭდილებებით დახუნძლული მოდის.მესამე კლასშია შესული და ისეთი საყვარლები არიანოო, მეტი სალაპარაკო აღარ აქვს ეს დღეებია. დასვენებაზე ყველას უნდა ხელი ჩამკიდოს და ამიტომ თითები გაშლილი მაქვს, ცალ-ცალკე თითებზე, რომ შეძლონ ხელის მოკიდებაო. მე ამაზე ვიხარხარე:)
გუშინწინ ფურცლები მოიტანა, ბავშვების ნახატებითა და ჩანაწერებით გადაჭრელებული.
ჩანაწერები: ,,თეონა მასწავლებელი ძალიან ლამაზი ხართ”. ,,თეონა მაწავლებელო ძალიან მომწონს თქვენი საყურეები და აბადოკი”. ,,მე არასდროს დაგივიწყებთ, არც თქვენ დამივიწყოთ”. თეთემ ეს ფურცლები საგულდაგულოდ შეინახა.
სკოლაში შარვლით არ დადიან ( არ ვიცი რატომ) ეს თეთეს არ მოსწონს, მაგრამ ემორჩილება სკოლის სტანდარტებს, კაბით დადის. თმებსაც უკან იწევს, პედაგოგ!
გუშინდელივით მახსოვს მისი პირველ კლასში შესვლა, ყველაზე პატარა იყო და მე და დედას დატოვება არ გვინდოდა. მაღალ სკამზე იჯდა და ფეხებს ჰაერში აქანვებდა. ლექსი არ მოყვა, ბოლო მომენტში განგვიცხადა რომ სხვა ბავშვების მსგავსად ასე ვერ იყვირებდა და თავს ისე არ გაიწითლებდა(ზედმეტი მონდომებისგან რომ მოსდიოდათ ბავშვებს). არც დაგვიძალებია, აზრი არ ქონდა. ახლა ჯიუტი ბავშვები აღიზიანებს. ერთი ბატი-ბუტის ჭამას ვერ გადავაჩვიეო, მებუზღუნება.
თეთესადმი მოსწავლეების მიწერილ წერილების ფოტოებს საღამოს სახლში როცა მივალ დავდებ, ამჯერად აუცილებლად.

Комментариев нет:

Отправить комментарий