ეს დღეებია რაღაცნაირად ვარ, მძიმედ და გაურკვევლად. ბევრი რამე მაღიზიანებს, ბევრი ვინმეც.
ჩუმად ვარ, კარგა ხანია ჩუმად. ასე გადავწყვიტე არაფერი ვთქვა,ბევრ რამეზე დავხუჭო თვალი და ბევრი რამ და ვინმე გავატაროო. მგონი გამომდის.
მაღიზიანებს ადამიანების სიტუტუცე. მაცოფებს დაწეპირებული ფრაზებით რომ მესაუბრებიან და იმის იქით სიცარიელეა.
,,ფუყე თავთავი მაღლა იწევსო" და მგონი ამ თავთავის ქედმალობაში მეც მიდევს ლომის წილი. ერთხელ სიჩუმით, მეორედ გაღიმებით, მესამედ გატარებით. მეოთხედ კი აღმოჩნდა რომ უბრალოდ ისე გავები, რომ უნდა გავჩუმებულიყავი, ხოდა რა ხანია უკვერ ჩუმად ვარ.
მაგიჟებს კომპლექსებით დახუნძლული ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე მიდიან საკუთარი არასრულფასოვნების დასაფარად.
ჩემი პროტესტი სიჩუმეა, რამაც ცინიკოსი გამხადა. ხმას არ ვიღებ, სამაგიეროდ ცინიკურ ფრაზებს ვისვრი, ვიღიმები და ვდუმვარ.
ჩემი ეს მდგომარეობა არ მომწონს, სხვა გზას ვეძებ გასაღწევად და ახალი გზის საპოვნელად.
ყოველი დღე რაღაც მაშინებს. ყოველი დღეა ამოთქმისაა, ჩუმი ამოთქმის.
Комментариев нет:
Отправить комментарий