Показаны сообщения с ярлыком ჩემზე პირადი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ჩემზე პირადი. Показать все сообщения

среда, 6 июля 2011 г.

სამსახური, კაქტუსი და ბოლოს ფოტოები

ახალი სამსახური ძალიან მღლის, თუმცა რაღა ახალი, ოთხი თვეა უკვე აქ ვარ. ჩემი წინა სამსახურისგნ აბსოლიტურად განსხვავებულია, მაგრამ კარგად ვარ, არადა ცვლილებების მუდამ მეშინოდა. ახალი სამსახური, ახალი თანამშრომელები, ახალი გარემო, ახალი უფროსი - თანაც კაცი:)

,,ჩემი სახლი" მოვაწყვე აქ - ჩემი კაქტუსით,წიგნებითა და ფოტოებით.

დღეში ალბათ ას წერილს ვკითხულობ და ამდენივეს ვცემ პასუხს. სოციალური კლიპის გადაღებაზე კონკურსი გვაქვს გამოცხადებული. ჯერ 12 განაცხადია შემოსული, მე ჩემი ფავორიტი მყავს, ველოდებით სცენარებს. იმედია ,,ის" იქნება ყველაზე კარგი.

ყოველ დღე მოდიან რეპატრირებული მესხები, ზოგს იურიდიული კონსულტაცია სჭირდება, ზოგს სამედიცინო დახმარება, ზოგს უბრალოდ მოსაუბრე.


ამ კვირაში გაზეთსაც ვაკეთებ,ოთხგვერდიანია, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი შრომა უნდა.

გასულ კვირას ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში რეპატრირებული მესხის ოჯახში ვიყავი, ფოტოებიც გადავიღე, თქვენც გიწილადეთ:)










четверг, 19 мая 2011 г.

წერეთ - ხალხს არ უყვარს ღორები

დავიწყებ თავიდან.
გიჟი თვე მაქვს ეს მაისი.
ჯერ იყო და გაზეთის აწყობაა დაწყობა:)
მერე იყო და აზერბაიჯანი, მხოლოდ ფოტოები დავდე, არადა იმდენი რამ მაქვს საინტერესო დასაწერი რომმმმმმმმმმმმმ
ნელ-ნელა დავდებ ყველაფერს.
ახლა კი ამერიკა.
ვაშინგტონში ვარ უკვე მეოთხე დღეა. ვერ ვიცლი აქაც დასაწერად. მთელი დღეები შეხვედრები და სემინარები, საღამოს კი საწოლი და ხვრინვაა:))
ნელ-ნელა ამ ამბებსაც დავდებ, მთავარია გეგმა მაქვს გაკეთებული რა უნდა დავწერო.
ანუ, აქ უნდა დავდო პირობა თორემ მერე დამეზარება.
პირველი - რეპორტაჟი ბაქოზე.
მეორე - რეპორტაჟი რეპატრირებული მესხების სოფელზე ან ოჯახზე.
მესამე - შთაბეჭდილება ვაშინგტონზე.
მეოთხე - გაზეთების მოკლე მიმოხილვა.(სხვადასხვა რედაქციებში გვქონდა ვიზიტები)
მთავარია მასალა უკვე მაქვს და გაშიფვრა უნდა. ემოციები კიი თავშია, ჯერ არ განელებულა.
არაააააა, ამაზე დღესვე უნდა დავწერო. ვნახე და გავიცანი ჟურნალისტი, რომელმაც პულიცერის პრემია მიიღო, ანუ მივყვეთ მოვლენებს:
მედია-გაცვლითი პროგრამის მონაწილე ჟურნალისტებს დღეს 19 მაისს სემინარი საგამოძიებო ჟურნალისტიკის შესახებ ,,ნიუსდეის” საგამოძიებო რეპორტიორმა სანდრა პედიემ ჩაგვიტარა, ჟურნალისტმა რომელსაც მიღებული აქვს პულიცერის პრემია პოლიციელის ინვალიდობის აფიორაზე. სემინარი საინტერსი იყო, საგამოძიებო რეპორტიორი ლაღად, უშუალოდ და აღფრთოვანებით გვიყვებოდა თავის საგამოძიებო სტატიების შესახებ. აღფრთთოვანება მეც გადმომედო, როგორ გავიდა დრო ვერც გავიგე.

ჩვენმა ჟურნალისტმა კითხვის დასმის შემდეგ ასეთი რამ თქვა - ჩვენ ვწერთ, მაგრამ რეაგირება არ მოყვება ხოლმე სტატიებსო.

სანდრა პედიეს პასუხი კი ასეთი იყო - თქვენ წერეთ, წერეთ აუცილებლად. მიიქცევთ, მიიქცევთ ყურადღებას. ხალხს არ უყვარს ღორები!

ახლა კი ფოტოები:)












четверг, 7 октября 2010 г.

მეც დავბერდები

 

დღეს დილით, სტატისთვის მონაცემები მჭირდებოდა და  ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტთან არსებული მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოში შევიარე. ასე თერთმეტი საათი იქნებოდა. ხის ათამდე მაგიდა, პარკის ფერადი სუფრები და სუპის სუნი! წინა, სასადილო ოთახში არავინ დამხვდა, ხმა კარებს იქიდან ისმოდა. შევედი. თეთრ ხალათიანი სამი მზარეული ტრიალებდა, აქაც  გაუსაძლისი სუნი იდგა, ცხიმის და მომწვარი ხახვის.  მზარეულებმა მითხრეს ,,უფროსი” მალე მოვაო და სკამიც შემომთავაზეს. დავჯექი. ორ გაზქურაზე,  ოთხი დიდი ქვაბი თუხთუხებდა, ერთში მაკარონი იყო. დანარჩენებში, როგორც მითხრეს;  ,,პერლოვის სუპს ” ვაკეთებთ, მოხუცებს ძალიან მოსწონთ”.  

უფასო სასადილო ყოველ დღე 178 მოხუცს მასპინძლობს, მათი ასაკი 60 - 95 წელია. ჰყავთ ერთი ას წელს მიღწეული ბებოც. ჩემგან მარჯვენა მხარეს, მაგიდაზე, პურის მთა დგას. ვინც აქ არ სადილობს საჭმელს ქილებში უსხამენ და შინ ატანენ. ჩემს იქ ყოფნაში მოხუცი ქალი შემოვიდა, კუთვნილი პური ჩანთაში მოათავსა, მაგიდაზე დადებული პურიც მოიტეხა, იქვე მაგიდაზე დადებული აჯიკაც წაისვა და ოთახი დატოვა. მე მქონდა მხოლოდ გაოცებული სახე. ,, ასეთია სიბერე, ჩვენც დავბერდებით,”  -  მითხრა ერთ -ერთმა მზარეულმა და მაგიდაზე დარჩენილი პურის ნაფხვენები გადმოწმინდა. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოსთვის ამ წელიწადში 72 ათასი ლარი გამოიყო. ანუ ექვსი ათასი თვეში, დღეში 200 ლარი, რაც თითოეულ მოხუცზე ლარი და თორმეტი თეთრი გამოდის. 

პატარობისას, ბებია ყოველთვის ასე გვლოცავდა: ,,ღმერთმა დაგაბეროთო”. მაშინ ეს დალოცვა არ მომწონდა, მერე და მერე, როცა რამდენიმე ახლობელი მეგობარი გარდამეცვალა, ბებიას დალოცვა სანატრელი გამიხდა.

თუმცა, სიბერეც არის და სიბერეც. 

ახლა სიბერეც მინდა თან ტკბილი სიბერეც.    

четверг, 30 сентября 2010 г.

,,გეტრები” - დან დღემდე

დღეს ,,გეტრების” ჩაცმა მომინდა. ჩავიცვი კიდეც, ხასხასა ვარდისფერი, წითელში გადასული. კაბა მუხლს ქვემოთ და სამსახურში წამოვედი. ყველა ფეხებზე მიყურებდა, არავინ სახეზე. ახლა ,,Moonlight Sonata” უსმენ და ვწერ.  ამ მუსიკაზე სკოლის პერიოდი მახსენდება. ამოვიდოდნენ თუ არა ჩემთან, ჩემი კლასელები, იცოდნენ თუ არა,  მუდამ ამ მუსიკას აკაკუნებდნენ პიანინოზე. უფრო სწორად როგორც ბებიაჩემი ამბობდა ,,უშნოდ უპარტყუნებდნენ”.  ერთი ,,უბარტყუნებდა”, დანარჩენი სავარძელში ჩასვენებულები, პიანინოს მიყუდებულები და სკამზე ნახევრად გადაწოლილები, თვალებდახუჭულები უსმენდით. იმ პერიოდში მიყვარდა. (დედააა, ამხელა ქალი ვარ და სახელს ახლაც არ ვამხელ:))  ვეპრანჭებოდი ,,უგერგილოდ”, ამასაც ბებიაჩემი მეუბნებოდა:)  ბაბუას აზრით ჩემის შესაფერისი ამ ქვეყნად არ დადიოდა:)  

,,გეტრებიდან” დავიწყე, ანუ დილიდან. ახლა 6 -ის ათი წუთია. დეიდუნის და ნინიკოს დავპირდი ჩამოვალ ნამცხვარი გავაკეთოთ -თქო. ორი სტატია მაქვს დასაწერი, მეზარებაა! ! ! წუხელ ელავდა, სახლში მარტო ვიყავი, გულაღმა ვიწექი, აივნის კარი ღია მქონდა, ვერ დავიძინე. მერე გამასხენდა რაღაც ახალი ფილმი რომ ჩავწერე, მოვეწყე გემრიელად მელოდრამის საყურებლად, თურმე შემშლია, მიუზიკლი გადმომიწერია  რაღაც. არ ვიყავი ამ ნოტაზე და ნიკაპამდე საბანაფარებულმა ისევ ელვას დაუწყე ლოდინი. ჩამეძინა ალბათ, რადგან დილით მილებში წყლის ფართხუნმა გამაღვიძა:)

,,გეტრებიდან” დავიწყე. ახლა თეთრი ,,გეტრები” არ მაქვს, ბავშვობაში უამრავი მქონდა, სამაგიეროდ ბავშვობა მქონდა ათასფერი. ახლა სულ ფერადი ,,გეტრები” მაქვს, დღეები კი . . .)    

среда, 22 сентября 2010 г.

,,GREY'S ANATOMY”, ცივი ზამთარი და ტკბობა

GREY'S ANATOMY - უკვე მერამდეორი წლის წინ გადიოდა მგონი პირველ არხზე, ზამთარში. მაშინ მარტო სამზარეულოს ვათბობდი, იქ მქონდა ყველაფერი მოწყობილი. ტელევიზორი, რადგან დიდად არ ვწყალობდი მისაღებში დარჩა. მერე ეს ფილმი რომ დაიწყოოოოოო. სამზარეულოსა და მისაღებს შორის მინის კარებია, ხოდა ყოველ დღე, მე სამზარეულოში, მინის კარებიდან უყურებდი ფილმს, ბოლო ხმაზე აწულს, დახურული კარებიდან, რომ კარგად გამოსულიყო ხმა.

четверг, 24 июня 2010 г.

ბიეთი-სამოთხე (ნაწილი პირველი)

  
სოფელში ვიყავი, ვარდები ვენახს აყოლია და გადაწითლებული იყო ეზო, უშველებელი კონა წამოვიღე. კიდევ ქინძი მოვკრიფე და სახლში ვიქინაძვეე:))

კვირას ექვსი ფილმი ვნახე და თვალებს ვეღარ ვახელდი .

ჭადი გამოვაცხე და დედიკოს გამოგზავნილ ყველზე წავიდაააააააააააააა!!!

სანდლები მომეწონა საიტზე და უნდა გამომეწერა, დედიკომ გამომიგზავნაა იმაზე მაგარიი, ახლა ფეხიდან არ ვიშორებ:))

გუშინ ბიეთის ეკლესია ვნახე, კარგი იყოო, ამდენს არ ველოდი, მეთქი წავალ, სიგრილეში დავისვენებ ცოტას თქო, მაგრამ . . .
სასწაული იყოო. გარედან არაფერი ჩანს ერთ მეტრის სიახლოვეზეც კი, ისეა ხეებით ყველაფერი დაბურული.

ეკლესია დავათვალიერეთთთთთთთთ

მერე სუფრული წავიდაააააააა

მწვადები და სადღეგრძელოები ქართულ გენზე, რწმენაზეე, ჩამომეძინა კინაღამ.

თაგვები დარბოდნენ და სკამზე მქონდა ფეხები აკეცილი.

მუსიკა გამოვრთეთ და ჩიტები ჭიკჭიკმა დაღლა დამავიწყა.

დაბნელდა და ციცინათელები აციმციმდნენ.
სამოთხეში ვიყავიი:))

ქალბატონო პრესა!

 
ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი !

გავიზმორეე და უცებ დამკრა, რომ უნდა ავმდგარიყავი.
მაღვიძარა შვიდის ნახევარზე აყვირდა ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი ! მეეზოვეებთან ერთად ალიონს შევხვდი.
პირველ უბანს მივაშურე, შვიდი საათიდან დაცვის პოლიციასთან ერთად მომიწია ყოფნამ. ისინი შენობაში მშვენივრად დასეირნობდნენ. დამკვირვებლებს კითხვაც არ გასჩენიათ რას აკეთებდა საარჩევნო უბანში პოლიცია.მათ ისიც კი არ იცოდნენ საიდან მოხვდნენ იმ ორგანიზაციებში, რომელსაც წარმოადგენდნენ.
თითქმის ყველა უბანზე ,,ახალგაზრდული მოძრაობა -ჩვენი თაობასა” და ,,საზოგადოებრივი ინიციატივათა ალიანსი” წარმომადგენლები მხვდებოდნენ, ახალგაზრდა 20 წლის გოგო-ბიჭები, რომლებიც ჩემი კითხვის შემდეგ ან სადილზე ან ,,მოსაფსმელად” გარბოდნენ. დიახ, ისე იყვნენ დაბნეულები ზუსტად ასე მეუბნებოდნენ.

მერე იყო:

#37 ახალციხის საარჩევნო ოლქის, #7 ახალციხის საარჩევნო უბანზე ხალხმრავლობა იყო. საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა სამი სამართალდამცველი. ჟურნალისტების გამოჩენისთანავე ოთახი სწრაფად დაცარიელდა. უბანზე მყოფმა ”ახალგაზრდული მოძრაობა ჩვენი თაობის” დამკვირვებელმა ზაზა ჩილინგარიშვილმა განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციაში მალხაზ გიქოშვილმა დაარეგისტრირა, ხოლო კითხვაზე - ვინ არის მალხაზ გიქოშვილი, განაცხადა რომ, მომავალი მერია.
მალხაზ გიქოშვილი, ამჟამად არის ”ნაციონალური მოძრაობა” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, იგი ამ არჩვენებზე მაჟორიტარი კანდიდატიცაა.



ახალციხის #4 საარჩევნო უბანზე 12:10 საათზე არცერთი დამკვირვებელი არ იმყოფებოდა, საარჩვენო უბნის მდივნის ლელა ბურდულის თქმით, დამკვირვებლები სადილობენ.


# 38 ადიგენის საარჩევნო ოლქის #2 აბასთუმნის უბანში, ამომრჩველები ხმას აძლევენ საჯაროდ. ოთხმა ამომრჩველმა ბიულეტინები ჯგუფურად შემოხაზა.

ზოგიერთი მოქალაქის განმარტებით, კაბინაში არ არის განათება და ბნელა, ამიტომ, ბიულეტინებს კაბინის გარეთ ხაზავენ.

დაააააა მთავარიი

#38 ადიგენის საარჩევნო ოლქის #7 ვარხნის უბანზე, გაზეთი ”სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტებს ნინო ნარიმანიშვილს და მანანა სარაშვილს სამართალდამცავებმა უბნის დატოვება ან ფაქტებზე თვალის დახუჭვა მოთხოვეს. მანანა სარაშვილს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ”შეახსენა”, რომ მას მამა და ძმა ყავს.

მანანა სარაშვილის, ანუ მაჩუტოსთვის ეს პირველი არჩევნები იყო. თურმე იტირაა. მუცელი მეტკინა სიბრაზისგან, როცა ეს გავიგე. ნინო გამობრძმედილია, მაგრამ მაჩუტო, ისეთი თვალები ჰქონდაა, ახლა ცოტა გადაუარა. - ეგეთები გადაგვხდენია - თქო დავაიმედეთ.

ხვალ მაღვიძარას არ ვაყენებ!

ხოო, კიდევ უბანზე ჟურნალისტებს ასე გვეძახდნენ - ქალბატონო პრესა

მუდმივად

 

,,მხოლოდ ყველაზე მაღალ იდეალებს, ყველაზე კეთილსინდისიერ ზრახვას –მოიქცეს სამართლიანად, იმ პრობლემების ყველაზე ზუსტ ცოდნას, რომლის წინაშეც მას მოუწევს დადგომა და პასუხისმგებლობის გაძლიერებულ გრძნობას ძალუძს გადაარჩინოს ჟურნალისტიკა მდიდარი ძალის მონობისაგან, რომელიც მისდევს ეგოისტურ მიზნებს და ეწინააღმდეგება საზოგადოების კეთილდღეობას”.
ჟ.პულიცერი


მე, ჟურნალისტი ვარ

ახლობელთან გავიარე საღამოს, წავიჭორავებ, ამოვთქვამ რაღაც-რაღაცეებს და დავისვენებ მეთქი. სტუმრები ყავდა. დამინახეს თუ არა არჩევნებზე დაიწყეს საუბარი, თითქოს ცსკ წარმომადგენელი ვყოფილიყავი სიებზე და პარტიებზე ალაპარაკდნენ. გავერიდე, სამზარეულოში დავჯექი, ასკილის ნაყენი გავიკეთე. მერე, უხეცუსმა სტუმარმა გამომიძახა, საქმე მაქვსო, მეგობარმა მხრები აიწურა რა ვქნა, გეძახისო. გავედი. 

- აი, შენ ხომ ხარ ჟურნალისტი? - მეკითხება, თვალებს ჭუტავს და გამომცდელივით მიყურებს.

- დიახ, – თავი დაუქნიე მე. 

- ხოდა მითხარი ახლა რა მოხდება არჩევნებზე? ვინ გაიმარჯვებს?  

მთელი სერიოზულობით მეკითხება. დილის ცხრა საათიდან სამსახურში არჩევნებიიიი! ათზე ძლივს გამოვაღწიე მეგობართან და! ! ! მხოლოდ ვიღიმები, სტუმარი კი მთელი 35 წუთი მიხსნიდა და პროგნოზებს აკეთებდა თუ რომელი პარტია გაიმარჯვებდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. 


სახლში გაბრუებული მივდივარ, ნაცნობი ტაქსისტი მიღიმის.

- ჟურნალისტი ქალი ხარ და უნდა გკითხო გეცოდინება, ვითომ ოპოზიციას გამოუვა რამე? მხრები ავიჩეჩე, სიბნელეში ვერც დამინახავდა, მაგრამ აღარ ჩამეძია. ცივ მინას შუბლი მივადე და ქაფქაფა ვანა ვინატრე.
 
ჟურნალისტს თავის პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლია ისარგებლოს ისეთი უფლებებით რაც მიუწვდომელია რიგითი მოქალაქეებისათვის. ალბათ ამიტომაცაა მოსახლეობის დიდი ინტერსი და მოლოდინი ამ პროფესიის ადამიანებზე. მგონი სანამ დავწვებოდი მანამდე დამეძინა.

ვაი!

პირველი არხის ჟურნალისტის ქეთი ბოჯგუას ამ კომენტარზე არ გავღიზიანებულვარ, ეს ჟურნალისტი აგვისტოს ომის დროს ,,გადავხარშე” პუტინზე ქონდა სიუჟეტი გაკეთებული, რომელიც დაიწყო, თუ როგორი დაბალია სიმაღლეში, რუსეთის პრეზიდენტი.  

ანნა პოლიტკოვსკაია თავის წიგნში ,,პუტინის რუსეთი” წერს; 
,,რატომ არ მიყვარს პუტინი? გულგრილობის გამო, რომელიც დანაშაულზე უარესია, ცინიზმის გამო, რასიზმის გამო, ტყუილის გამო, იმ გაზის გამო, რომელიც ნორდოსტის აღებისას გამოიყენა, უდანაშაულო ბავშვების დახოცვის გამო”.

,,იარონ”

 
არ მიყვარს გარდაცვალილ ადამიანებზე საუბარი. მტკივა და უბრალოდ ჩუმად ვარ ხოლმე, თუმცა როცა მუხრან მაჭავარიანის სიკვდლი გავიგე ბავშვობის ის მონაკვეთი გამახსენდა, როცა სასკოლო კონცერტებში გამოვდიოდი და ხმის ჩახრეწამდე ვყვიროდი ლექსს ,,ანდუყაფარო” და ,,ბიჭო სესეო, თოთიკაანთ ქალო მელანო” - თქმისას ყოველთვის ჭრუანტელი მივლიდა, არ ვიცი რატომ. და მომინდა დამეწერა. მეხუთე კლასამდე ,,ანდუყაფარო” და ,,დედა” იყო, შემდეგ ,,ვითარცა მტკვარი” . მერე თეთეს ვასწავლიდი ამ ლექსებს. თეთეს კი როგორც თვითონ ამბობს ,,ზედმეტად გარითმული ლექსები არ მოსწონს” და მეც შევეშვი.

,,მოემართება ფანჯრისკენ ტოტი...
ცოტაც და...
ფოთოლს მინას შეახებს....
რამხელა გახდა მეზობლის გოგო!
როგორ დაბერდა
ჩვენი მებაღე!"

სერობიდან - სირობამდე

 
ერთი სიტყვა რაც ამ ბოლო დღეების ორომრტიალის შემდეგ თავში მიტრიელებს არის დავიღალე.
დავიღალე რადიკალი ,,ლიბერალებით".
დავიღალე რადიკალი ,,მართმადიდებლებით''.
დავიღალე იმ მოწოდების წაკითხვით, რომ დეისასძის წიგნი ვიყიდოთ ყველამო.
დავიღალე ძარღვებდაბერილი ბიჭის ყვირილის მოსმენით ,,მე შვილი მეზრდება"!!!!
დავიღალე არჩევნების წინა პერიოდით, არავინ რომ არ აქტიურობს და ფაფხურს აქტიურობას ეძახიან.
დავიღალე და ძაან მეტკინა აჩო ხაჩიძის ,,ლოცვა ძილისწინ" , რომ წავიკითხე წეღან ფეისბუქზე.
დავიღალე და ალბათ ამიტომაც უმალ ამეტირა.

გემრიელად ჩავიკითხე გუშინ, ლამის ბესტელერად (სასაცილოა) ქცეული წიგნი და დღეს დილით წირვაზეც წავედი.

ადგილობრივი ტელევიზია ,,მეცხრე არხი" საარჩევნო დებატებს აჩვენებს. მიწვეულია ნაციონალური მოძრაობის წევრი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. ჩემი გაზეთი (,,სამხრეთის კარიბჭე") ააფრიალეს და ჩემი სტატია განიხილეს. ვიჯექი, უსმენდი და მივხვდი რომ არაფრად მაინტერესებდა რას იტყოდნენ. ცოტა მერე კი ავლიპლიპდი, მაგრამ მალე გადამიარა.
დავიღალე ,,პროფილით"
დავიღალე ,,სამოთხის ვაშლები" -თ. თეთე სამოთხის კვერცხებს ეძახის:)
დავიღალე ,,ნანუკას შოუთი".
მეტყვი არ ყუყრო მერე ბატონოო, მაგრამ მე არ მაქვს უფლება რაიმე გემოვნებიანი გადაცემა მქონდეს?ჩავრთო ტელევიზორი, წამოვწვე და დავტკბე და არა ტუჩები დავიჭამო???!!!!
არ ვიძაბები, მკიდია და ეს უფრო მაღიზიანებს. ეს ჩემი ინდიფერენტულობა მაგიჟებს.
ხვალ ჩემი დაბადების დღეა.

იყიდეთ ვაზელინი

იყიდეთ ვაზელინიიიიი! ! !
გული მერევაა!
გული მერევაააა!
გული მერევაააააააააა!
ამ სიტუაციაზეეეეეეეეეეე.
რა საცოდავები არიანნნნნნნნნნ!
მონებიიიიიიიიიიიიიი!
ლაქუცებიიიიიიიი!
მლიქვნელებიიიიიიი!
შეშინებულებიიიიიიი!
დაბეჩავებულებიიიიიიიი!
უუფლებოები, უფრო სწორად საკუთარ თავს თვითონვე წაართვეს ამის უფლება.იმისთვის რომ სტომაქი ჰქონდეთ ამოვსებული.
თვითცენზურაა რა სასაცილო სიტყვაა ახლა ამ მდგომარეობასთან მიმართებაში, არადა ასე კი არქმევენ.
თვითცენზურა კი არა ვაზელინობაა.
იყიდეთ ვაზელინი!

თეთე სკოლაში

 
თეთეს სკოლაში პრაქტიკები დაეწყო, დილით ადრიანად დგება და ფაციფუცობს. მეც მინდა ავდგე, მაგრამ რა ჯანდაბა უყო ამ ძილს?! გინდ ადრე დავიძინო, გინდ გვიან ,მაინც ვერ ვდგები და.
თეთე ყოველ დღე შთაბეჭდილებებით დახუნძლული მოდის.მესამე კლასშია შესული და ისეთი საყვარლები არიანოო, მეტი სალაპარაკო აღარ აქვს ეს დღეებია. დასვენებაზე ყველას უნდა ხელი ჩამკიდოს და ამიტომ თითები გაშლილი მაქვს, ცალ-ცალკე თითებზე, რომ შეძლონ ხელის მოკიდებაო. მე ამაზე ვიხარხარე:)
გუშინწინ ფურცლები მოიტანა, ბავშვების ნახატებითა და ჩანაწერებით გადაჭრელებული.
ჩანაწერები: ,,თეონა მასწავლებელი ძალიან ლამაზი ხართ”. ,,თეონა მაწავლებელო ძალიან მომწონს თქვენი საყურეები და აბადოკი”. ,,მე არასდროს დაგივიწყებთ, არც თქვენ დამივიწყოთ”. თეთემ ეს ფურცლები საგულდაგულოდ შეინახა.
სკოლაში შარვლით არ დადიან ( არ ვიცი რატომ) ეს თეთეს არ მოსწონს, მაგრამ ემორჩილება სკოლის სტანდარტებს, კაბით დადის. თმებსაც უკან იწევს, პედაგოგ!
გუშინდელივით მახსოვს მისი პირველ კლასში შესვლა, ყველაზე პატარა იყო და მე და დედას დატოვება არ გვინდოდა. მაღალ სკამზე იჯდა და ფეხებს ჰაერში აქანვებდა. ლექსი არ მოყვა, ბოლო მომენტში განგვიცხადა რომ სხვა ბავშვების მსგავსად ასე ვერ იყვირებდა და თავს ისე არ გაიწითლებდა(ზედმეტი მონდომებისგან რომ მოსდიოდათ ბავშვებს). არც დაგვიძალებია, აზრი არ ქონდა. ახლა ჯიუტი ბავშვები აღიზიანებს. ერთი ბატი-ბუტის ჭამას ვერ გადავაჩვიეო, მებუზღუნება.
თეთესადმი მოსწავლეების მიწერილ წერილების ფოტოებს საღამოს სახლში როცა მივალ დავდებ, ამჯერად აუცილებლად.

ბორჯომი, ფოტოაპარატი და პარტიები




 ჩაი ვერ დავლიე. ბორჯომში მივდივარ. გამოვარდი სამსახურში და აქ ფოტოაპარატი არ დამხვდა, ვზივარ ახლა სამსახურში და დილიდან დაწყობილი გეგმა თუ რა უნდა გამეკეთებინა დღეს ამერია. მივედე ფოსტას, მერე facebook -ს , მერე lib.ge - ს, ბლოგებს და გადის დროც. არადა რა მისხალ-მისხალ და წამ-წამობით დავგეგმე დღევანდელი დღე. არა! ფოტოაპარატი მჭირდება. ერთი საცოდავი აპარატი გვაქვს რედაქციაში და იმაზეც გაწამაწიაა. ფოტოაპარატის ფულის შემგროვებელი მე არ ვარ და ისევ დედაჩემს უნდა ვთხოვო. არა, კი არ ვთხოვ, შორიდან მოუვლი, დავიწუწუნებ, ვივიშვიშებ, ვიყუყუნებ -როგორც თვითონ მეუბნება და იქნება და მეშველოს.

ბორჯომში რეგიონული პარტიის ოფისებს უნდა ვეწვიო, გავიგო რა ხდება, რას აკეთებენ, რას გვპირდებიან, დამაჯერონ, მაჩვენონ განსხვავებული და კარგი საარჩევნო პროგრამა, რომ ხმა მივცე.

ყავა დავლიე, არადა ჩაი ბევრად მირჩევნია, ცხელი ქაფქაფა, აი ისეთი ხელთათმანებით რომ უნდა დალიო:)

თუ წავედი დღეს ბორჯომში ფოტოებს საღამოს დავდებ.

ამინდიც ირევა რაღაც, დღევანდელი დღე ამომიყირავდა.

აქედან და ქუთეისამდე


 

ქუთაისში ვიყავი.პროექტი დაგვიფინანსდა საარჩევნო და ამის გამო. 

დაღლილ -დაქანცულ-მოწამლული სახლამდე ძლივ მოვლასლასდი და საღამოს შვიდ საათზე დაძინებულმა დილით თერტმეტზე ძლივს ავწიე თავი. სამსახურში ვარ წასასვლელი და...

ასე დაღლილი, როცა ვარ ვფიქრობ, რომ არსად არ წავალ იმდენად ვისპობი(ქუთაისურია:))

ქუთაისში წვიმდა,განწყობასაც ვერაფერი მოუხერხე და ვიყავი ჩაშავებულ-ჩაჟამებული.

საარჩევნო დუღილი ჩვენთანაც დაიწყო. იმდენი საქმეები გამოჩნდაა, არადა ისეთი ამინდებიც დაიწყოო სულ არ გეფიქრება საქმეზეე.

მარიამი გამოვიყვანეთ, სახლშიაა უკვე, აცრაც გაუკეთეს პირველი.

სტატიები მაქვს იმდენი დასაწერიიიიიიი.

ხერხემლის გამრუდება მერე ნახე შენ.

რაღაც ვერ ვარ რა, ,,დაქლიავების ხანა ” დამეწყო ამ საგიჟეთის დროს.

 

აღარც მესტატიება, აღაც მელიტერატურება და აღარც აღარც. მარტოო მე - . . . . . :)

 

რააა?! ! ! იქნება და მარტო მეძინება ვიგულისხმე? ან მეფიქრება?

მამიდუნი გავხდი(მეორე ნაწილი)


 მარიამი დღეს ვერ ვნახე, ცოტა ხნით ავირბინე სავადმყოფოში და მალევე გამოვარდი. წითელია და პაწაწაოო ასე მითხრეს:)

რაღაც გიჟური კვირაა, გადარბენაზე ვარ, ამიტომაც ბოლომდე არცეთი საქმე არ გამომდის.

დღეს გაზეთის ლოგოზე ვიწვალეთ, იდეები ჩამოვყარეთ, როგორც შეგვეძლო ისე დავხატეთ ჩვენებური ვარიანტები. რა გამოვა არ ვიცი.

ცერა თითის ხელა წინდები ვიყიდე მარიამისთვის, დიდი ექნებაო მითხრეს, დედააა!!! ეს თუ დიდი ჰქონდა როგორ გინდა ხელში დაიჭირო ასე წრიპა?

 

სამსახური საგიჟეა. როგორ თენდება თვალსა და ხელს შუა ვეღარ ვხვდები. დღეც ისე მალე გადის, ვერაფრის გაკეთებას ვერ ვასწრებ. სავადმყოფოში ავტობუსით წავედი, საავადმყოფო ქალაქგარეთაა და ვიფიქრე ქალაქსაც თვალს გადავავლებ-თქო. ავტობუსის მინები ისე იყო გასაწმენდი, ქალაქის დათვალიერება კი არა ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ტალახის გუბეში ჩავარდი.

მამიდუნი გავხდი

 დაღლილი ვარ, უკვე დაძინებას ვაპირებდი, მაგრამ გულმა არ მომითმინა შენთვის ეს არ მეთქვა. უკვე მეორედ გავხდი მამიდუნი:) მარიამი დაახლოებით ერთი საათის წინ დაიბადა - სამი კილო და 50 სანტიმეტრი. 

 

ხვალ მეტს დავწერ,ახლა მართლა მეძინება, ცალკე დაღლილობისგან წუხელი ოთხი საათის შემდეგ არ მძინებია, ცალკე ემოციებისგან, ცალკე კონიაკისგან, ავყევი და ავყევიიიიიიი.

უცნაური დღე

ბლოგი არ უნდა გავაპირადულო მეთქი და . . .

გუშინ ბევრი ვიცეკვე, მუსიკას მაღლა დავდებ, რომელზეც.

სასაფლაოდან შუადღეზე ჩამოვედი და ჭონაზე ვარ-თქო ვიცინოდი, სოფელი შემოვიარე. მოხვედიიიი, როდის მიდიხარ? არ მოვსულვარ ჯერ ადამიანო რა წასვლაზე მელაპარაკები?! ამიტომაც მირჩევნია ორღობეებში ვიარო გზაზე არა.

სასაფლაოზე ფოტო სესიას დავესწარი, არ ვაჭარბებ. მამის საფლავზე ამოსული შვილები და მათი სტუმრები დიდი თავგამოდებით პოზირებდნენ ვერცხლისფერი აპარატის წინ. ასეთი რამე პირველად ვნახე და ჩემი ხარხარი დაუდე ფონად:)))) ,,ფოტოგრაფი" ჩემი კლასელია, გამომხედა, მოდიოო დამიძახა.

საფლავზე ღვინო უნდა წაგვეღო, მე გადმოვახსი და კარგადაც ვყლუნწე.

ჩემი დედალი ძაღლი ატეხილია, მთელი დღეა ეზოში ძაღლების გნიასია. დილით დაუცაცხანე, უნდა გამეყარა და ბუთხო არ გადაება ვიღაცის მამალ ძაღლს! ასე ნახევარი საათი იდგნენ უკანალ შეწებებულები. რა მექნა არ ვიცოდი. ფეხებიც დაეხლართათ და ბუთხოს ისეთი საცოდავი თვალები ჰქონდა.

ნუ, უცნაური დღე იყო რაა!

 ეს დღეებია რაღაცნაირად ვარ, მძიმედ და გაურკვევლად. ბევრი რამე მაღიზიანებს, ბევრი ვინმეც.

 

ჩუმად ვარ, კარგა ხანია ჩუმად. ასე გადავწყვიტე არაფერი ვთქვა,ბევრ რამეზე დავხუჭო თვალი და ბევრი რამ და ვინმე გავატაროო. მგონი გამომდის.

 

მაღიზიანებს ადამიანების სიტუტუცე. მაცოფებს დაწეპირებული ფრაზებით რომ მესაუბრებიან და იმის იქით სიცარიელეა.

,,ფუყე თავთავი მაღლა იწევსო" და მგონი ამ თავთავის ქედმალობაში მეც მიდევს ლომის წილი. ერთხელ სიჩუმით, მეორედ გაღიმებით, მესამედ გატარებით. მეოთხედ კი აღმოჩნდა რომ უბრალოდ ისე გავები, რომ უნდა გავჩუმებულიყავი, ხოდა რა ხანია უკვერ ჩუმად ვარ.

 

მაგიჟებს კომპლექსებით დახუნძლული ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე მიდიან საკუთარი არასრულფასოვნების დასაფარად.

ჩემი პროტესტი სიჩუმეა, რამაც ცინიკოსი გამხადა. ხმას არ ვიღებ, სამაგიეროდ ცინიკურ ფრაზებს ვისვრი, ვიღიმები და ვდუმვარ.

ჩემი ეს მდგომარეობა არ მომწონს, სხვა გზას ვეძებ გასაღწევად და ახალი გზის საპოვნელად.

 

ყოველი დღე რაღაც მაშინებს. ყოველი დღეა ამოთქმისაა, ჩუმი ამოთქმის.



 

მეეე, თხა არა! მე!

ხანდახან მინდება რასაც ვწერ სხვებმაც წაიკითხოს, თუმცა ამას სტატიებში ისედაც ვაკეთებ მაგრამ. . .

რატომ ,,puliceri"? ისე უბრალოდ:)

არც ის მინდა ბლოგი ძაან გავაპირადულო, ავდექი, ვჭამე, ეს ჩავიცვი, იმას ხელმკლავი გაუკეთე, ამას მინეტი, ეს წავიკითხე, იმან გამომაიარა. იდეაში არ მინდა ასე გავაკეთო, მაგრამ რა გამომივა არ ვიცი.

რატომ ვწერ ამ წინასიტყვაობას ვერ გეტყვით, ალბათ ეს ბავშვობიდან გამომყვა. წიგნის წაკითხვისას აუცილებლად უნდა წამეკითხა წინასიტყვაობა, რომლებიც თითქმის სულ ერთნაირი იყო, როგორც მახსოვს.

ჩემი ბლოგის წინასიტყვაობა:)

50 წლის შემდეგ . . .

ფარავნის ტბასთან მექნება პატარა სახლი. ჩემი ხელით ჩაყრილი ვაზიდან შემოდგომაზე ღვინოს დავწურავ,საღამოობით, დაწნულ სკამზე ჩამოვჯდები, შალგადაფარებულ მუხლებზე ,,ლეპტოპს’’ დავიდებ და ისევ წერას განვაგრძობ. მე, ხუთი წლისამ წერა არ ვიცოდი და მაინც ვწერდი, დედას ახლაც აქვს შემონახული დაკნაკნილი ხაზებით შევსებული რვეულები ,,ჩემი ნაწერებით”, სამწუხაროა, რომ აღარ მახსოვს რას ვწერდი ბავშვობაში ასე გამალებით.

ახლა . . .

ვმუშაობ სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ გაზეთ ,,სამხრეთის კარიბჭეში”, გაზეთი ქართულ და სომხურ ენაზე გამოდის, ანუ კარგ საქმეს ვემსახურები.

მანამდე . . .

იყო სკოლა, თავისუფალი თემები და დახუნძლული რომანტიზმი. მერე სტუდენტობა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ექსკურსიები. შემდეგ ადგილობრივი ტელეკომპანია ,,ლომსიადა ტელევიზიის ხიბლი, თუმცა მალე გამოვერკვიე და ისევ წერა დავიწყე გამალებით. ხოდა ვწერ . . .