четверг, 24 июня 2010 г.

მეეე, თხა არა! მე!

ხანდახან მინდება რასაც ვწერ სხვებმაც წაიკითხოს, თუმცა ამას სტატიებში ისედაც ვაკეთებ მაგრამ. . .

რატომ ,,puliceri"? ისე უბრალოდ:)

არც ის მინდა ბლოგი ძაან გავაპირადულო, ავდექი, ვჭამე, ეს ჩავიცვი, იმას ხელმკლავი გაუკეთე, ამას მინეტი, ეს წავიკითხე, იმან გამომაიარა. იდეაში არ მინდა ასე გავაკეთო, მაგრამ რა გამომივა არ ვიცი.

რატომ ვწერ ამ წინასიტყვაობას ვერ გეტყვით, ალბათ ეს ბავშვობიდან გამომყვა. წიგნის წაკითხვისას აუცილებლად უნდა წამეკითხა წინასიტყვაობა, რომლებიც თითქმის სულ ერთნაირი იყო, როგორც მახსოვს.

ჩემი ბლოგის წინასიტყვაობა:)

50 წლის შემდეგ . . .

ფარავნის ტბასთან მექნება პატარა სახლი. ჩემი ხელით ჩაყრილი ვაზიდან შემოდგომაზე ღვინოს დავწურავ,საღამოობით, დაწნულ სკამზე ჩამოვჯდები, შალგადაფარებულ მუხლებზე ,,ლეპტოპს’’ დავიდებ და ისევ წერას განვაგრძობ. მე, ხუთი წლისამ წერა არ ვიცოდი და მაინც ვწერდი, დედას ახლაც აქვს შემონახული დაკნაკნილი ხაზებით შევსებული რვეულები ,,ჩემი ნაწერებით”, სამწუხაროა, რომ აღარ მახსოვს რას ვწერდი ბავშვობაში ასე გამალებით.

ახლა . . .

ვმუშაობ სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ გაზეთ ,,სამხრეთის კარიბჭეში”, გაზეთი ქართულ და სომხურ ენაზე გამოდის, ანუ კარგ საქმეს ვემსახურები.

მანამდე . . .

იყო სკოლა, თავისუფალი თემები და დახუნძლული რომანტიზმი. მერე სტუდენტობა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ექსკურსიები. შემდეგ ადგილობრივი ტელეკომპანია ,,ლომსიადა ტელევიზიის ხიბლი, თუმცა მალე გამოვერკვიე და ისევ წერა დავიწყე გამალებით. ხოდა ვწერ . . .

Комментариев нет:

Отправить комментарий