четверг, 24 июня 2010 г.

ქალბატონო პრესა!

 
ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი !

გავიზმორეე და უცებ დამკრა, რომ უნდა ავმდგარიყავი.
მაღვიძარა შვიდის ნახევარზე აყვირდა ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი ! მეეზოვეებთან ერთად ალიონს შევხვდი.
პირველ უბანს მივაშურე, შვიდი საათიდან დაცვის პოლიციასთან ერთად მომიწია ყოფნამ. ისინი შენობაში მშვენივრად დასეირნობდნენ. დამკვირვებლებს კითხვაც არ გასჩენიათ რას აკეთებდა საარჩევნო უბანში პოლიცია.მათ ისიც კი არ იცოდნენ საიდან მოხვდნენ იმ ორგანიზაციებში, რომელსაც წარმოადგენდნენ.
თითქმის ყველა უბანზე ,,ახალგაზრდული მოძრაობა -ჩვენი თაობასა” და ,,საზოგადოებრივი ინიციატივათა ალიანსი” წარმომადგენლები მხვდებოდნენ, ახალგაზრდა 20 წლის გოგო-ბიჭები, რომლებიც ჩემი კითხვის შემდეგ ან სადილზე ან ,,მოსაფსმელად” გარბოდნენ. დიახ, ისე იყვნენ დაბნეულები ზუსტად ასე მეუბნებოდნენ.

მერე იყო:

#37 ახალციხის საარჩევნო ოლქის, #7 ახალციხის საარჩევნო უბანზე ხალხმრავლობა იყო. საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა სამი სამართალდამცველი. ჟურნალისტების გამოჩენისთანავე ოთახი სწრაფად დაცარიელდა. უბანზე მყოფმა ”ახალგაზრდული მოძრაობა ჩვენი თაობის” დამკვირვებელმა ზაზა ჩილინგარიშვილმა განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციაში მალხაზ გიქოშვილმა დაარეგისტრირა, ხოლო კითხვაზე - ვინ არის მალხაზ გიქოშვილი, განაცხადა რომ, მომავალი მერია.
მალხაზ გიქოშვილი, ამჟამად არის ”ნაციონალური მოძრაობა” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, იგი ამ არჩვენებზე მაჟორიტარი კანდიდატიცაა.



ახალციხის #4 საარჩევნო უბანზე 12:10 საათზე არცერთი დამკვირვებელი არ იმყოფებოდა, საარჩვენო უბნის მდივნის ლელა ბურდულის თქმით, დამკვირვებლები სადილობენ.


# 38 ადიგენის საარჩევნო ოლქის #2 აბასთუმნის უბანში, ამომრჩველები ხმას აძლევენ საჯაროდ. ოთხმა ამომრჩველმა ბიულეტინები ჯგუფურად შემოხაზა.

ზოგიერთი მოქალაქის განმარტებით, კაბინაში არ არის განათება და ბნელა, ამიტომ, ბიულეტინებს კაბინის გარეთ ხაზავენ.

დაააააა მთავარიი

#38 ადიგენის საარჩევნო ოლქის #7 ვარხნის უბანზე, გაზეთი ”სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტებს ნინო ნარიმანიშვილს და მანანა სარაშვილს სამართალდამცავებმა უბნის დატოვება ან ფაქტებზე თვალის დახუჭვა მოთხოვეს. მანანა სარაშვილს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ”შეახსენა”, რომ მას მამა და ძმა ყავს.

მანანა სარაშვილის, ანუ მაჩუტოსთვის ეს პირველი არჩევნები იყო. თურმე იტირაა. მუცელი მეტკინა სიბრაზისგან, როცა ეს გავიგე. ნინო გამობრძმედილია, მაგრამ მაჩუტო, ისეთი თვალები ჰქონდაა, ახლა ცოტა გადაუარა. - ეგეთები გადაგვხდენია - თქო დავაიმედეთ.

ხვალ მაღვიძარას არ ვაყენებ!

ხოო, კიდევ უბანზე ჟურნალისტებს ასე გვეძახდნენ - ქალბატონო პრესა

Комментариев нет:

Отправить комментарий